საქართველოში კვლავ მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / Igor Nosov / გადასვლა მედიაბანკშისეისმოგრაფის მონაცემები
სეისმოგრაფის მონაცემები - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. დღეს, თბილისის დროით 11.10 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
მიწისძვრის სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახლოს 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ეს ბოლო დღე-ღამეში უკვე მეორე მიწისძვრაა საქართველოში. პირველი წუხელ, 01:00 საათზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე ასევე 3,3 მაგნიტუდა იყო.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0