კობი–გუდაურის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
გზის აღნიშნული მონაკვეთზე დილით დაწესებული შეზღუდვები, რამდენიმე საათის წინ მოიხსნა, თუმცა, უამინდობის გამო შეზღუდვების დაწესება აუცილებელი გახდა
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0