რევანშის დროა! – ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

© courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში B ლიგაში აღზევდება და, დიდი ალბათობით, ევრო 2024-ის საგზურსაც მოიპოვებს. სანიოლის გუნდს წარმატების მისაღწევად პირველ ეტაპზე ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის დამარცხება მოუწევს.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის რიგით მე-3 გათამაშების წილისყრა გაიმართა, სადაც С ლიგაში მოასპარეზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი С4 ჯგუფში მოხვდა. საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის ექვსი შეხვედრიდან ოთხი ივნისში გაიმართება, ბოლო ორი ტური კი სექტემბერში ჩატარდება. ჯგუფების გამარჯვებულები ავტომატურად მოიპოვებენ ერთი რანგით მაღალი ლიგის საგზურს.
აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის გათამაშება დამატებითი საშუალებაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად. ამჯერად ტურნირში მონაწილე ნაკრებებს ექნებათ შანსი „ევრო-2024“-ზე ერთა ლიგიდანაც მოხვდნენ, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გავრცელებულა – უეფა კონკრეტულ პირობებს ივნისამდე შეიმუშავებს.
უეფას ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფები ასე გამოიყურება:
A1 ჯგუფი
საფრანგეთი
დანია
ხორვატია
ავსტრია
A2 ჯგუფი
ესპანეთი
პორტუგალია
შვეიცარია
ჩეხეთი
A3 ჯგუფი
იტალია
გერმანია
ინგლისი
უნგრეთი
A4 ჯგუფი
ბელგია
ნიდერლანდი
პოლონეთი
უელსი
B1 ჯგუფი
უკრაინა
შოტლანდია
ირლანდია
სომხეთი
B2 ჯგუფი
ისლანდია
რუსეთი
ისრაელი
ალბანეთი
B3 ჯგუფი
ბოსნია
ფინეთი
რუმინეთი
მონტენეგრო
B4 ჯგუფი
შვედეთი
ნორვეგია
სერბეთი
სლოვენია
C1 ჯგუფი
თურქეთი
ლუქსემბურგი
ლიეტუვა
ფარერები
C2 ჯგუფი
ჩრდილოეთ ირლანდია
საბერძნეთი
კოსოვო
კვიპროსი/ესტონეთი
C3 ჯგუფი
სლოვაკეთი
ბელარუსი
აზერბაიჯანი
ყაზახეთი/მოლდოვა
C4 ჯგუფი
ბულგარეთი
ჩრდილოეთ მაკედონია
საქართველო
გიბრალტარი
D1 ჯგუფი
ლიხტენშტაინი
ყაზახეთი/მოლდოვა
ანდორა
ლატვია
D2 ჯგუფი
მალტა
კვიპროსი/ესტონეთი
სან მარინო
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს „ევრო-2020“-ზე გასვლის ყველაზე დიდი შანსი სწორედ ერთა ლიგის გათამაშებით ჰქონდა. გასული წლის 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიამ გორან პანდევის გოლით პლეი-ოფის ფინალში საქართველო დაამარცხა და საკუთარ ნაკრებს ევროპირველობის საგზური მოუტანა. „ჯვაროსნებს" ბალკანელებთან უარყოფითი ბალანსი უფიქსირდებათ, საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორი ფრე აქვს ნათამაშები, ერთხელ კი დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებს ასევე უარყოფითი ბალანსი აქვს ბულგარეთთან. ჩატარებული 6 შეხვედრიდან საქართველოს მხოლოდ ერთი მოგება აქვს, 4-ჯერ დამარცხდა, ერთხელ კი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ნაკრებებს შორის ბოლო შეხვედრა 2021 წლის სექტემბერში გაიმართა, სადაც „ჯვაროსნები" დიდი ანგარიშით (1:4) დამარცხდნენ. ამგვარად, საქართველოს ნაკრებს ორ შემთხვევაში რევანში აქვს ასაღები. რაც შეეხება გიბრალტარს, მასთან საქართველოს 100%-იანი შედეგი უფიქსირდება (4-დან 4 გამარჯვება).
ყველა ახალი ამბავი
0