https://sputnik-georgia.com/20211217/axali-rekordebi-sami-oqro-lasa-talaxaze-262947362.html
ახალი რეკორდები და სამი ოქროს მედალი – ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია
ახალი რეკორდები და სამი ოქროს მედალი – ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია
Sputnik საქართველო
ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძეს 492 კგ დაუგროვდა, მან ტოკიოს ოლიმპიადაზე დაფიქსირებული საკუთარი შედეგი ოთხი კილოგრამით გააუმჯობესა. 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T17:08+0400
2021-12-17T17:08+0400
2021-12-17T22:09+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251433978_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_26853c90af73670cef0b0006c989835f.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე დისციპლინაში მსოფლიო რეკორდები დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა.ლაშა ტალახაძემ ატაცში პირველ მისვლაზე 210 კილოგრამი დააფიქსირა, მეორეზე 218, ხოლო მესამე გამოსვლისას ქართველმა ძალოსანმა 225 კილოგრამის აწევა შეძლო და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი (223 კგ) გააუმჯობესა.აკვრაში ტალახაძემ ასპარეზობა 247 კილოგრამით დაიწყო და პირველივე ცდაზე წარმატებით გამოვიდა ფიცარნაგზე. მეორე ცდაზე 28 წლის ქართველმა ძალოსანმა 257 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო ბოლო გამოსვლისას საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ 267 კილოგრამი შეუკვეთა. ტალახაძემ, თავის მხრივ, დაკისრებული მისია შეასრულა. თავდაპირველად ქართველ სპორტსმენს მსაჯებმა დაფიქსირებული წონა გაუუქმეს, თუმცა გადაწყვეტილება მალევე შეცვალეს და შედეგად ახალი მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც ტალახაძეს ეკუთვნოდა, მან ტოკიოს ოლიმპიადაზე 265 კილოგრამი ასწია.დღეს ასევე +109 კგ წონით კატეგორიის B ჯგუფში ბაქარ თურმანიძემ მე-6 ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 171 და 176 კგ დააფიქსირა, აკვრაში 210 და 218 კგ დაძლია, შედეგად, ორჭიდში 394 კგ დაუგროვდა და ორივე დისციპლინაში და საბოლოოდ ორჭიდშიც მე-6 ადგილი ერგო.საქართველოს დელეგაციამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა. ტალახაძის გამოსვლამდე შოთა მიშველიძე ვერცხლის მედალს (61 კგ) დაეუფლა, ხოლო რევაზ დავითაძე (89 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.
https://sputnik-georgia.com/20211006/lasa-beqaursa-da-lasa-talaxazes-sapatio-varskvlavebi-gauxsnes-260279401.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251433978_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_00b0f0831927abc69eea10c6f5e5d30f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ახალი რეკორდები და სამი ოქროს მედალი – ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია
17:08 17.12.2021 (განახლებულია: 22:09 17.12.2021) ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძეს 492 კგ დაუგროვდა, მან ტოკიოს ოლიმპიადაზე დაფიქსირებული საკუთარი შედეგი ოთხი კილოგრამით გააუმჯობესა.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე დისციპლინაში მსოფლიო რეკორდები დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა ტალახაძემ ატაცში პირველ მისვლაზე 210 კილოგრამი დააფიქსირა, მეორეზე 218, ხოლო მესამე გამოსვლისას ქართველმა ძალოსანმა 225 კილოგრამის აწევა შეძლო და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი (223 კგ) გააუმჯობესა.
აკვრაში ტალახაძემ ასპარეზობა 247 კილოგრამით დაიწყო და პირველივე ცდაზე წარმატებით გამოვიდა ფიცარნაგზე. მეორე ცდაზე 28 წლის ქართველმა ძალოსანმა 257 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო ბოლო გამოსვლისას საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ 267 კილოგრამი შეუკვეთა. ტალახაძემ, თავის მხრივ, დაკისრებული მისია შეასრულა. თავდაპირველად ქართველ სპორტსმენს მსაჯებმა დაფიქსირებული წონა გაუუქმეს, თუმცა გადაწყვეტილება მალევე შეცვალეს და შედეგად ახალი მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც ტალახაძეს ეკუთვნოდა, მან ტოკიოს ოლიმპიადაზე 265 კილოგრამი ასწია.
დღეს ასევე +109 კგ წონით კატეგორიის B ჯგუფში ბაქარ თურმანიძემ მე-6 ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 171 და 176 კგ დააფიქსირა, აკვრაში 210 და 218 კგ დაძლია, შედეგად, ორჭიდში 394 კგ დაუგროვდა და ორივე დისციპლინაში და საბოლოოდ ორჭიდშიც მე-6 ადგილი ერგო.
საქართველოს დელეგაციამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა. ტალახაძის გამოსვლამდე შოთა მიშველიძე ვერცხლის მედალს (61 კგ) დაეუფლა, ხოლო რევაზ დავითაძე (89 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.