სროლა წეროვანში – დაჭრილია სამი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სოფელ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში მეზობლებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს.
მასმედიის ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი, რომელიც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, წუხელ მოხდა.
სამივე დაჭრილი მცხეთის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, დაჭრილებს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) დაიწყო, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0