მხატვარ-გრაფიკოსის ექსპერიმენტები, ანუ „ხელოვნებამ ასაკი არ იცის“

© courtesy of Tamar Basilia's ARTთამარ ბასილია
თამარ ბასილია - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
მხატვარი-გრაფიკოსი თამარ ბასილია მათ შორისაა, ვისაც მხატვრობაში ექსპერიმენტები უყვარს. მიაჩნია, რომ სხვა შემთხვევაში ხელოვანი ახალს და განსხვავებულს ვერ შექმნის. ამიტომაც შერეული ტექნიკით მუშაობას ამჯობინებს, საამისოდ კი უჩვეულო დამატებითი მასალების გამოყენება დაიწყო...
წლებია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში ბეჭდვის დეპარტამენტის მხატვარ-ილუსტრატორია. ახლახან საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიაში გამართულ თანამედროვე მხატვრების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. პატარა შემოქმედებით ექსპერიმენტებს სახლშიც ატარებს და ამ გზით ნაცრისფერ-კოვიდურ სამყაროს იფერადებს.
© courtesy of Tamar Basilia's ARTთამარ ბასილია
თამარ ბასილია - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
თამარ ბასილია
- ქალბატონო თამარ, თქვენ შემთხვევაში მხატვრის პროფესია ოჯახური ტრადიციით არ იყო განპირობებული, ასეა?
- დიახ, ასეა. მხატვრის პროფესია ოჯახური ტრადიციით ნამდვილად არ იყო განპირობებული. მამა სამხედრო მოხელე იყო, დედა ბიოლოგია და სამედიცინო სფეროში მუშაობდა. თავდაპირველად მეც მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი, მაგრამ ვინაიდან უცხო ენებს კარგად ვითვისებდი და ინტერესიც მქონდა, ინგლისურ ენაში მომზადება სერიოზულად დავიწყე. შემდგომ ეს პროფესიად მექცა.
© courtesy of Tamar Basilia's ARTთამარ ბასილიას ნამუშევარი
თამარ ბასილიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
თამარ ბასილიას ნამუშევარი
- თუმცა ხატვაზე უარი არასოდეს გითქვამთ...
- დიახ, გამუდმებით ვხატავდი – ჩემთვის ეს საყვარელი საქმიანობა, ერთგვარი განტვირთვა და გათავისუფლება იყო. მახსოვს, რომ ჩემი ფიქრები, განცდები და ჩემეული სამყარო ქაღალდზე ღრმა ბავშობიდან ისახებოდა. დამამთავრებელ კლასში რადიკალურად შევიცვალე გადაწყვეტილება და არჩევანი საბოლოოდ მხატვრობაზე შევაჩერე. 2000 წელს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე. მას შემდეგ არასდროს მინანია ეს ნაბიჯი. სტუდენტობის ექვსი წელი საუკეთესო და მნიშვნელოვანი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, ეს იყო საკუთარი თავის შეცნობის დრო.
© courtesy of Tamar Basilia's ARTთამარ ბასილიას ნამუშევარი
თამარ ბასილიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
თამარ ბასილიას ნამუშევარი
- რაში გამოიხატება თქვენი ექსპერიმენტები მხატვრობაში?
- თავდაპირველად როგორც მხატვარი-გრაფიკოსი, ძირითადად აქრომატულ ფერებში ვმუშაობდი. ჩემი ძირითადი მასალა გრაფიტის ფანქრები, ნახშირი და მელანი იყო. ფერწერით საკმაოდ გვიან დავინტერესდი. შემოქმედებითი კუთხით აქტიური მუშაობა პანდემიის პერიოდში დავიწყე. მრავალფეროვნების სიყვარულმა და რაღაც ახლის და განსხვავებულის შექმნის სურვილმა განაპირობა ერთგვარი ექსპერიმენტები მხატვრობაში. მაგალითად, ტილოზე მოცულობისა და განსხვავებული ფაქტურის მისაღებად საღებავებთან ერთად დავიწყე ისეთი დამატებითი მასალების გამოყენება, როგორიცაა სამშენებლო ფითხი („შპაკლი“), ქსოვილი, გამხმარი მცენარეები, კანაფის ძაფი და ა.შ. შედეგი იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავი მივიღე, რომ დღემდე შერეული ტექნიკით ვაგრძელებ მუშაობას.
© courtesy of Tamar Basilia's ARTთამარ ბასილიას ნამუშევარი
თამარ ბასილიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
თამარ ბასილიას ნამუშევარი
- როგორც ილუსტრატორ-დიზაინერი, რომელ თქვენს ნამუშევარს აღნიშნავთ?
- 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში ბეჭდვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და მხატვარ-ილუსტრატორი ვარ. წიგნის გარეკანის დიზაინზე მუშაობისას ზოგ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ილუსტრაციის შექმნა. მე შევქმენი ილუსტრაციები ამერიკელი მწერლის როჯერ ზელაზნის „ამბერის ქრონიკებისთვის“, რომელიც პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ ითარგმნა და გამოიცა. ამ ქრონიკების ერთ-ერთი ილუსტრაცია, კერძოდ, „ობერონის ხელი“ ჩარჩოში ჩავსვი და ჩემს სახლს დღემდე ამშვენებს.
© courtesy of Tamar Basilia's ARTთამარ ბასილიას ნამუშევარი
თამარ ბასილიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
თამარ ბასილიას ნამუშევარი
- სახლში როდის დაიწყეთ ექსპერიმენტები?
- ყველაფერი დაიწყო ძველი ტუმბოთი, რომელიც მეგობარს ვთხოვე საექსპერიმენტოდ. მას სრული წესით ჩავუტარე რესტავრაცია, ბოლო ეტაპზე კი ხელით მოვხატე და ულამაზესი გამოვიდა. როდესაც ფოტო სოციალურ ქსელებში გამოვაქვეყნე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიგზავნიდნენ სარესტავრაციო ავეჯის ფოტოებს, ზოგი კი რჩევისთვის მომმართავდა. გულწრფელად გეტყვით, თუ წესების სრული დაცვით უტარებთ რესტავრაციას, ეს მართლაც რთული სამუშაოა. ზოგი პულვერიზატორით ღებავს და თვლის, რომ ამით საქმეს სრულყოფილად აკეთებს.
© courtesy of Tamar Basilia's ARTთამარ ბასილიას ნამუშევარი
თამარ ბასილიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
თამარ ბასილიას ნამუშევარი
- დღეს ავეჯის განახლებაზე დიდი მოთხოვნაა?
- მართლაც დიდი მოთხოვნაა. ოჯახში ალბათ ყველას გვაქვს მოძველებული ავეჯი, რომელიც ახალი სიცოცხლის მიცემით შეიძლება განაახლო. ავეჯი თვითონ გკარნახობს, თუ როგორ ფერს და დიზაინს მოიხდენს. ამგვარი გზით განახლებული ყველა ნამუშევარი განსხვავებული და უნიკალური გამოდის და ერთადერთ ექსპონატს წარმოადგენს.
© courtesy of Tamar Basilia's ARTთამარ ბასილიას ნამუშევარი
თამარ ბასილიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
თამარ ბასილიას ნამუშევარი
- ანუ ყველას ურჩევთ, რომ საბჭოური, ყავისფერი ავეჯი თავად განაახლონ...
- კარგი იქნება. ვიცი, რომ სილამაზის ხილვის და შექმნის ნიჭი ყველა ადამიანშია. პანდემიის დროს სხვადასხვა სფეროში არაერთმა ადამიანმა აღმოაჩინა საკუთარი თავი და ეს შესანიშნავია. გაბედული უნდა იყო და არ შეგეშინდეს რაიმე ახალი სცადო. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება იპოვო ის ნიშა, რომელიც შენია და სიამოვნებას განიჭებს – ხელოვნებამ ასაკი არ იცის...
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური