https://sputnik-georgia.com/20211216/serigeba-aris-sedegi-da-ara-sawyisi-etapi-zurabisvilma-opozicioner-politikosebs-mimarta-262923861.html
„შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი“: ზურაბიშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა
„შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი“: ზურაბიშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებისთვის გამართულ წვეულებაზე შერიგების ფორმატებზე და ქართულ პოლიტიკაში უცხოელი პარტნიორების როლზე ისაუბრა. 16.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-16T21:34+0400
2021-12-16T21:34+0400
2021-12-17T00:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250652757_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2a7d7b887f72d851afc0c0ae533ae776.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. შერიგება იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით და გრძელდება სიმართლის თქმით, სიმართლის გაგებით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ ღონისძიებაზე.გასულ კვირაში სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულების ინიციატივას. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსვლა საერთო ეროვნული დისკუსიით შეიძლება. ახლა კი პრეზიდენტმა გადაწყვიტა ყველა პარტია არაფორმალურ გარემოში შეკრიბოს, მაგრამ დიალოგისთვის მზად ყველა არ აღმოჩნდა. წვეულებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებისთვის დღეს გამართა, პოლიტიკური მოთამაშეების დიდი ნაწილი არ დაესწრო, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მაგრამ პრეზიდენტი ამას გაგებით მოეკიდა და აღნიშნა, რომ ეს არ არის შეურაცხმყოფელი, ხოლო მომავალში დიალოგის დასაწყებად კიდევ ბევრი შესაძლებლობა იქნება.როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს ყველას მიზანია შერიგება.მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს უცხოელი პარტნიორების ძალისხმევა, პროცესი საბოლოოდ ქართველი პოლიტიკოსების მიერ უნდა იყოს მართული.„ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ მოდელები და არსებობს ბევრი მაგალითი, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაც ეტაპის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს გარკვეული ფორმით გამოხატული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.როგორც ზურაბიშვილმა დასძინა, ქართველი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, შერიგების რა ფორმატზე გადავა პოზიცია და ოპოზიცია.„ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, კომისიის შედგენა, რომელიც შეუდგება უფრო დეტალურ განხილვას, იქნება საზოგადოებრივი ქარტია თუ სახალხო კრება ან სხვა ფორმატი. ძალიან ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება. ეს... ერთად იქნება გასარკვევი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.მისი თქმით, ის პრეზიდენტობის ვადის დარჩენილ წლებში ამ შერიგების პროცესის წინსვლისთვის იმუშავებს.„ის სამი წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და ყველას მოუწოდა ამ პროცესში ჩაერთოს.მისი თქმით, მას რაიმე წინასწარ მომზადებული გეგმა არ აქვს, მაგრამ, მისი თქმით, შერიგების პროცესის მთავარი პრინციპებია ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა.გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შერიგების პროცესში კიდევ ერთი პრინციპია ყოველგვარი წინაპირობების არარსებობა.ორი დღის წინ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შერიგება აზრს კარგავს, სანამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმარია.საქართველოში პოლარიზაცია ყოველ ახალ არჩევნებთან ერთად იმატებს. როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია დაპირისპირების შეწყვეტის მნიშვნელობაზე ერთხმად საუბრობენ, მაგრამ ამასთანავე ურთიერთბრალდებების სერია არ მთავრდება. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას და სისტემატურად მართავს საპროტესტო აქციებს.ოპოზიციონერებს შორის, ვინც პრეზიდენტის მოწვევა მიიღო, არიან ისეთი პარტიების წევრები, როგორიცაა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოსთვის“, „ევროპელი სოციალისტები“ და სხვა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ლეიბორისტულმა პარტიამ პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლაზე უარი განაცხადეს.მმართველ პარტიას თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გარდა, არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო წარმოადგენდნენ.
https://sputnik-georgia.com/20211215/salome-zurabisvilma-serigebisken-pirveli-nabiji-gadadga-vin-miiro-prezidentis-miwveva-262895093.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250652757_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_8b757cadeb31ad6675092d6694cb861e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
„შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი“: ზურაბიშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა
21:34 16.12.2021 (განახლებულია: 00:05 17.12.2021) სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებისთვის გამართულ წვეულებაზე შერიგების ფორმატებზე და ქართულ პოლიტიკაში უცხოელი პარტნიორების როლზე ისაუბრა.
თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. შერიგება იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით და გრძელდება სიმართლის თქმით, სიმართლის გაგებით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ
ღონისძიებაზე.
გასულ კვირაში სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულების ინიციატივას. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსვლა საერთო ეროვნული დისკუსიით შეიძლება. ახლა კი პრეზიდენტმა გადაწყვიტა ყველა პარტია არაფორმალურ გარემოში შეკრიბოს, მაგრამ დიალოგისთვის მზად ყველა არ აღმოჩნდა.
წვეულებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებისთვის დღეს გამართა, პოლიტიკური მოთამაშეების დიდი ნაწილი არ დაესწრო, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მაგრამ პრეზიდენტი ამას გაგებით მოეკიდა და აღნიშნა, რომ ეს არ არის შეურაცხმყოფელი, ხოლო მომავალში დიალოგის დასაწყებად კიდევ ბევრი შესაძლებლობა იქნება.
როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს ყველას მიზანია შერიგება.
„შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. მე ამას მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, რადგან უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი. აუცილებელია, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, რაღაც მომენტში შედგეს კონსენსუსის პლატფორმა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს უცხოელი პარტნიორების ძალისხმევა, პროცესი საბოლოოდ ქართველი პოლიტიკოსების მიერ უნდა იყოს მართული.
„ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ მოდელები და არსებობს ბევრი მაგალითი, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაც ეტაპის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს გარკვეული ფორმით გამოხატული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც ზურაბიშვილმა დასძინა, ქართველი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, შერიგების რა ფორმატზე გადავა პოზიცია და ოპოზიცია.
„ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, კომისიის შედგენა, რომელიც შეუდგება უფრო დეტალურ განხილვას, იქნება საზოგადოებრივი ქარტია თუ სახალხო კრება ან სხვა ფორმატი. ძალიან ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება. ეს... ერთად იქნება გასარკვევი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ის პრეზიდენტობის ვადის დარჩენილ წლებში ამ შერიგების პროცესის წინსვლისთვის იმუშავებს.
„ის სამი წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და ყველას მოუწოდა ამ პროცესში ჩაერთოს.
მისი თქმით, მას რაიმე წინასწარ მომზადებული გეგმა არ აქვს, მაგრამ, მისი თქმით, შერიგების პროცესის მთავარი პრინციპებია ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა.
„დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს უნდა მოხდეს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება გაეცნოს შედეგებს და კონსულტაციების შინაარსი გაიგოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შერიგების პროცესში კიდევ ერთი პრინციპია ყოველგვარი წინაპირობების არარსებობა.
„მე მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობა. ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას წარმოშობს და ნიშნავს, რომ პროცესი შევა ჩიხში. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის პროცესში მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი, გასაანალიზებელი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ორი დღის წინ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შერიგება აზრს კარგავს, სანამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმარია.
საქართველოში პოლარიზაცია ყოველ ახალ არჩევნებთან ერთად იმატებს. როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია დაპირისპირების შეწყვეტის მნიშვნელობაზე ერთხმად საუბრობენ, მაგრამ ამასთანავე ურთიერთბრალდებების სერია არ მთავრდება. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას და სისტემატურად მართავს საპროტესტო აქციებს.
ოპოზიციონერებს შორის, ვინც პრეზიდენტის მოწვევა მიიღო, არიან ისეთი პარტიების წევრები, როგორიცაა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოსთვის“, „ევროპელი სოციალისტები“ და სხვა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ლეიბორისტულმა პარტიამ პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლაზე უარი განაცხადეს.
მმართველ პარტიას თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გარდა, არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო წარმოადგენდნენ.