საქართველოში აცივდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისი, რუსთაველის გამზირი
თბილისი, რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.
დღეს, 16 დეკემბერს საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა პლუს 15-20 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი პლუს 9-14 გრადუსი იქნება.
17-19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა პლუს 8-13 გრადუსამდე დაიკლებს.
20 დეკემბერს შეედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.
თბილისში 17-19 დეკემბერს დღისით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა პლუს 11-13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 21 დეკემბრიდან დედაქალაქშიც აცივდება.
ყველა ახალი ამბავი
0