რამდენი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა საქართველოში ნოემბერში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში ნოემბერში თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2021 წლის ნოემბერში 180.963 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 73 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 288,8 პროცენტით მეტი 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ნოემბერში 151.367 შეადგინა, რაც 2020 წლის ნოემბერთან შედარებით 283,2 პროცენტით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,3 პროცენტით ნაკლები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში ვიზიტორთა თითქმის ნახევარი – 87.369 ადამიანი სახმელეთო გზით შემოვიდა; 77.666 ვიზიტორი – საჰაერო გზით, სარკინიგზო გზა 872 ვიზიტორმა აირჩია, ხოლო საზღვაო – 658 ვიზიტორმა.
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში – CNN-მა საქართველოს სტატიების ციკლი მიუძღვნა
რაც შეეხება TOP ქვეყნებს, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, მონაცემები ასეთია: თურქეთი – 32.577 ვიზიტორი, რუსეთი – 23.424 ვიზიტორი, სომხეთი – 19.291 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 15.112 ვიზიტორი, ისრაელი – 12.029 ვიზიტორი, უკრაინა – 8.698 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 8.064 ვიზიტორი, ყაზახეთი – 5.148 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 4.573 ვიზიტორი, უზბეკეთი – 4.156 ვიზიტორი, ირანი – 2.945 ვიზიტორი, ბელარუსი – 2.748 ვიზიტორი, ფილიპინები – 2.169 ვიზიტორი, ინდოეთი – 2.163 ვიზიტორი, პოლონეთი – 1.919 ვიზიტორი.
კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
ყველა ახალი ამბავი
0