Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

პრინცი ჰარი მზადაა დიდ ბრიტანეთში მეგან მარკლის გარეშე დაბრუნდეს

© AFP 2024 / DANIEL LEAL-OLIVASპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
რატომ არის მზად სასექსის ჰერცოგი ცოლი მიატოვოს?
როგორც ჩანს, პრინც ჰარის დიდი ბრიტანეთი ძალიან ენატრება. ორი წლის წინ სასექსის ჰერცოგი აცხადებდა, რომ არ იცის „როდისმე დაბრუნდება თუ არა დიდ ბრიტანეთში“, მაგრამ ახლა დედოფლის უძღები შვილიშვილი კვლავ აპირებს ლონდონში გაფრენას. სასექსის წრიდან წყარო იტყობინება, რომ 37 წლის პრინცმა ბოლო დროს „ძალიან შეიცვალა აზრი“ და ძალიან სურს შობას სახლში ყოფნა.
ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
ელისაბედ მეორემ ღამე კლინიკაში გაატარა
„ჰარისთვის შობა სანტა-ბარბარაში არ ჩანს რეალური. უცებ მიხვდა, რომ დიდ ბრიტანეთში უფრო უნდოდა. მას გაუჭირდა ამის აღიარება, თუ გავითვალისწინებთ მის ყველა თავგადასავალს, რომელიც დაკავშირებულია ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყებასთან“, – ამბობს ინსაიდერი.
აღმოჩნდა, რომ ჰარის განწყობის ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზი დედოფალ ელისაბედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ 95 წლის დედოფალი ბოლო დროს არცთუ ისე კარგად გრძნობს თავს, ჰარი ხვდება, რომ, სამწუხაროდ, მას წინ ბევრი შობა აღარ აქვს.

„ცხადია, ოჯახის არცერთ წევრს არ სურს ამაზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება, მაგრამ ამაზე შეშფოთება იზრდება. ჰარი შეიძლება ეჩხუბა მისი ოჯახის უმეტეს ნაწილს, მაგრამ მისი კავშირი ბებიასთან ჯერ კიდევ ძლიერია და ის მზადაა გვერდზე გადადოს შეურიგებელი უთანხმოება ნათესავებთან, რათა მასთან ახლოს იყოს. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ, ალბათ, მთელი ცხოვრება ინანებს“, – ამბობს წყარო.

სამეფო ოჯახის შობა არის დრო, როდესაც ყველა – უხუცესი წევრებიდან შვილიშვილებამდე იკრიბება სამეფო სანდრინგემის სამკვიდროში ნორფოლკში.

„ეს არის დედოფლის საყვარელი სეზონი, რადგან მთელი ოჯახი ერთ ჭერქვეშ იკრიბება. ეს მას და პრინც ფილიპს აძლევდა შესაძლებლობას დაფიქრებულიყვნენ მათ მიერ შექმნილ დინასტიაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვალა ამ წლის აპრილში, ყველამ იცის, რომ მისთვის ყველაფერი განსხვავებული იქნება. ჰარი იმედოვნებს, რომ მისი დაბრუნება როგორმე გაამხნევებს მას. დედოფალი ყოველთვის ამბობდა, რომ ყველა მისი შვილებიდან და შვილიშვილებიდან სწორედ ჰარიმ მიიღო ფილიპის გაბედული იუმორის გრძნობა“, – თქვა ინსაიდერმა.

თუმცა პრინცის ცოლი მეგან მარკლი მთლად არ ეთანხმება პრინცის საზღვარგარეთ გაფრენის იდეას. მაგრამ ჰარის ძალიან უნდა, რომ მისმა შვილებმა, ორი წლის არჩიმ და ნახევარი წლის ლილიბეტმა იგრძნონ ბავშვობის გემო.

„თუ ის აპირებს სახლში დაბრუნებას, მას სურს ამის გაკეთება შვილებთან ერთად – მეგანით, ან მის გარეშე”, – ამტკიცებს წყარო.

ინსაიდერის თქმით, ეს იქნება სასექსის პატარა მემკვიდრის პირველი შობა ინგლისში და პირველად სამეფო ოჯახის ყველა წევრი პირადად შეხვდება პატარა ლილის. ელისაბედ II-სთვის ეს იქნება საუკეთესო საჩუქარი, რასაც ფულით ვერ იყიდი.
ყველა ახალი ამბავი
0