https://sputnik-georgia.com/20211216/bankirebis-saqmeze-sasamartlo-11-ianvars-ganaxldeba-262918581.html
„ფულის გათეთრების" საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო
„ფულის გათეთრების" საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საქმის სამივე ფიგურანტი გირაოს სანაცვლოდ თავისუფალია. 16.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-16T18:35+0400
2021-12-16T18:35+0400
2021-12-16T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324728_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_8249c2e46b4f659e57d888120213c07e.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომლის ფიგურანტებიც არიან პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნითი სხდომა 11 იანვრამდე გადაიდო.სხდომის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.დაცვის მხარის დაახლოებით სამსაათიანი შემაჯამებელი სიტყვის შემდეგ პროკურორებმა მოსამზადებლად რამდენიმე დღე ითხოვეს. მოახლოებული საახალწლო დღესასწაულების გამო მოსამართლემ სხდომის 11 იანვრისთვის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. სხდომა პროკურორების შემაჯამებელი სიტყვით გაიხსნება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა. არევაძის თქმით, საქმის მოცულობიდან გამომდინარე (32 ტომი) მას გადაწყვეტილების მისაღებად დრო დასჭირდება.ხაზარაძე–ჯაფარიძე–წერეთლის საქმეს გაეცნო აგრეთვე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით საკუთარი დასკვნა წარმოადგინა.როგორც დასკვნაშია ნათქვამი, არ არსებობს „ფულის გათეთრების“ საქმეში აღნიშნულ პირთა ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.საქმის პოლიტიკურ კონტექსტში დარწმუნებული არიან ოპოზიციის სხვა ლიდერებიც, რომლებიც მომხრეებთან ერთად ელოდებოდნენ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას.საქმის დეტალებიბრალდების მხარის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე, ნათქვამია საქმის მასალებში. „თიბისი ბანკს“ არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.პარალელურად, „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.სამივე ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
https://sputnik-georgia.com/20211216/ombudsmeni-xazarazis-saqmeze-daskvnas-aqveynebs-262906894.html
https://sputnik-georgia.com/20211206/cven-aravin-mogvityuebia-xazarazem-fulis-gatetrebis-saqmeze-sasamartlosi-cveneba-misca-262639685.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324728_137:0:1274:853_1920x0_80_0_0_18e388118c89fd85d8bd98b04369b944.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
„ფულის გათეთრების" საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო
18:35 16.12.2021 (განახლებულია: 22:41 16.12.2021) ამ ეტაპზე საქმის სამივე ფიგურანტი გირაოს სანაცვლოდ თავისუფალია.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომლის ფიგურანტებიც არიან პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნითი სხდომა 11 იანვრამდე გადაიდო.
სხდომის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
დაცვის მხარის დაახლოებით სამსაათიანი შემაჯამებელი სიტყვის შემდეგ პროკურორებმა მოსამზადებლად რამდენიმე დღე ითხოვეს. მოახლოებული საახალწლო დღესასწაულების გამო მოსამართლემ სხდომის 11 იანვრისთვის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
სხდომა პროკურორების შემაჯამებელი სიტყვით გაიხსნება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა. არევაძის თქმით, საქმის მოცულობიდან გამომდინარე (32 ტომი) მას გადაწყვეტილების მისაღებად დრო დასჭირდება.
ხაზარაძე–ჯაფარიძე–წერეთლის საქმეს გაეცნო აგრეთვე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით საკუთარი დასკვნა წარმოადგინა.
როგორც დასკვნაშია ნათქვამი, არ არსებობს „ფულის გათეთრების“ საქმეში აღნიშნულ პირთა ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქმის პოლიტიკურ კონტექსტში დარწმუნებული არიან ოპოზიციის სხვა ლიდერებიც, რომლებიც მომხრეებთან ერთად ელოდებოდნენ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას.
ბრალდების მხარის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე, ნათქვამია საქმის მასალებში.
„თიბისი ბანკს“ არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
პარალელურად, „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.
სამივე ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.