https://sputnik-georgia.com/20211216/----262920752.html
სააკაშვილის ბიძა სასამართლოში დაიბარეს
სააკაშვილის ბიძა სასამართლოში დაიბარეს
Sputnik საქართველო
თემურ ალასანია საქართველოში ახალი წლის აღსანიშნავად დაბრუნდა. 16.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-16T19:20+0400
2021-12-16T19:20+0400
2021-12-16T23:23+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068818_0:167:1280:887_1920x0_80_0_0_a8653c6ec1b082666cf0d3eed96454d1.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს, ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქმე ეხება 2018 წელს სააკაშვილისა და ალასანიას საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებას, რომელშიც ექს-პრეზიდენტი საუბრობს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პიარის გაძლიერების აუცილებლობაზე, ხოლო ალასანია აცხადებს, რომ მზადაა მილიონი გადაუხადოს იმას, ვინც მოქმედი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მოკლავს.სკანდალური აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე zdes.com.ua გამოქვეყნდა. სისხლის სამართლის საქმე 2018 წლის ნოემბერში აღიძრა. აუდიოჩანაწერების უკანონო გავრცელებაში ბრალდებულს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.ალასანია საქართველოში ახალი წლის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ამის შესახებ სააკაშვილის Facebook-გვერდზეა ნათქვამი.თავად სააკაშვილი ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს. ის ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.
https://sputnik-georgia.com/20181120/The-scandalous-audiorecording-of-Saakashvilis-speech-turned-out-to-be-fun-243054275.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068818_166:163:1228:960_1920x0_80_0_0_4a0b56cd3d5aae206a56c68dc5467ac0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის ბიძა სასამართლოში დაიბარეს
19:20 16.12.2021 (განახლებულია: 23:23 16.12.2021) თემურ ალასანია საქართველოში ახალი წლის აღსანიშნავად დაბრუნდა.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს, ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმე ეხება 2018 წელს სააკაშვილისა და ალასანიას საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებას, რომელშიც ექს-პრეზიდენტი საუბრობს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პიარის გაძლიერების აუცილებლობაზე, ხოლო ალასანია აცხადებს, რომ მზადაა მილიონი გადაუხადოს იმას, ვინც მოქმედი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მოკლავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა - თემურ ალასანია. ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სკანდალური აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე zdes.com.ua გამოქვეყნდა. სისხლის სამართლის საქმე 2018 წლის ნოემბერში აღიძრა. აუდიოჩანაწერების უკანონო გავრცელებაში ბრალდებულს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ალასანია საქართველოში ახალი წლის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ამის შესახებ სააკაშვილის Facebook-გვერდზეა ნათქვამი.
თავად სააკაშვილი ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს. ის ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.