ვაზიანში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

© photo: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
მომხდარი ფაქტის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს და სიდედრს ცივი იარაღით ჭრილობები ყელის არეში მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0