Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შეიძლება ეს არ უნდა ვთქვა, ჩემი მეუღლე არის ჩემზე 9 წლით უმცროსი...“ – თეა წულუკიანი

© Facebook / Ministry of Culture, Sports and Youth of Georgia / FBთეა წულუკიანი, ნუგზარ კაკულია და მერიკო კაკულია
თეა წულუკიანი, ნუგზარ კაკულია და მერიკო კაკულია - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პირად ცხოვრებაზე საუბრით არ გამოირჩევა. საზოგადოებისთვის უცნობია მისი სიყვარულის ისტორია. მინისტრს ერთი ქალიშვილი ჰყავს.
თეა წულუკიანი პოლიტიკოსის ამპლუაში ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე, თუმცა ამჯერად ის გადაცემა „საღამოს პოსტს“ სტუმრობდა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც მან გაიხსენა, ბავშვობაში ძალიან მშვიდი და დაკვირვებული იყო, ცდილობდა ყოფილიყო წარმატებული, კარგად ესწავლა და ჰქონოდა საინტერესო ცხოვრება.

„ძალიან არ მინდოდა, ვყოფილიყავი მხოლოდ დიასახლისი, განა იმიტომ, რომ ეს ცუდია, უბრალოდ მინდოდა ბევრ ადგილას წავსულიყავი, ბევრი რამ მენახა. რომ არა ჩემი მშობლების მხარდაჭერა, 16 წლის ასაკში ვერ წავიდოდი საფრანგეთში და ვერ დავიწყებდი იქ სწავლას“, – თქვა მან.

თეა წულუკიანმა ოჯახისა და შვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ის, რომ შვილი შეეძინა 42 წლის ასაკში, თვლის, რომ ღვთის ძალიან დიდი წყალობაა და სწორედ ამიტომ შეძლო კარგი დედობა.
„მე ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად არ ვიქნებოდი. ვამაყობ, რომ მიუხედავად სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და დედაშვილური კავშირის ჩამოყალიბება. ალბათ ეს არ უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მეუღლე არის ჩემზე 9 წლით უმცროსი, არის ძალიან კარგი ადამიანი და, ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაშიც გამიმართლა. ის, რომ ის ყველაფერი აიტანო, რასაც ის იტანს, ძალიან რთულია, ვაღიარებ. არის ძალიან კარგი მეუღლე, ძალიან კარგი მამა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად ყოფნის პერიოდში, 2016 წელს დაქორწინდა. ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად მი­ნის­ტრმა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა. თეა წუ­ლუ­კი­ან­მა „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის და მე­უღ­ლის ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით - Voilà!
მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­აა. იგი სას­წავ­ლო ცენ­ტრს 2014 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2016 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მი­ნის­ტრის რჩე­უ­ლი მას­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია – კა­კუ­ლია დაქორწინებისას 32 წლი­ს, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კი 41-ის იყო. წყვილს საერთოდ შვილი მერიკო ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0