მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში: რა ხდებოდა ყოფილი დეპუტატის ბინაში

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
დედაქალაქში დილიდან ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის თემურ ჟორჟოლიანის ბინაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
სპეცოპერაცია სამგორის რაიონში, ხვედელიანის ქუჩაზე დასრულდა. სწორედ ამ ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში დააკავეს დაახლოებით 30 წლის მამაკაცი.
დილიდან თბილისის რამდენიმე უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, ისანსა და გლდანში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფის დასაკავებლად.
უფრო ადრე შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მასმედიის ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე ათი ადამიანი.
ტელეარხის ინფორმაციით, დედაქალაქის გარდა სპეცოპერაცია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც ჩატარდა, მათ შორის, აჭარაში, სადაც ერთი პირი დააკავეს.
დეტალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
ჟორჟოლიანი მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო (1992-1995). იყო კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე. ჟორჟოლიანი 2006 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მან ციხეში ექვსი წელი გაატარა. ის 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ყველა ახალი ამბავი
0