Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჯერ კიდევ არ სძინავს...“ – სოფო ნიჟარაძის გოგონა ნაძვის ხის ყურებით ვერ ძღება – ფოტო

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
საქართველოში დაბრუნებულმა სოფო ნიჟარაძემ შვილის უსაყვარლესი ფოტო გამოაქვეყნა.
ახალ ფოტოში ელის-მარია განათებულ საახალწლო ნაძვის ხეს შეჰყურებს. „ჯერ კიდევ არ სძინავს“, – წერს სოფო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში. როგორც ჩანს, გოგონას ძილი სადღესასწაულო სანახაობამ დაუფრთხო.
სოფოს გოგონა ამერიკაში დაიბადა. მათი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია: „სოფო ნიჟარაძე საქართველოში დაბრუნდა ქალიშვილთან, ელის-მარია სააკაშვილთან ერთად“.
ელის-მარიას გვარმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მომღერალი დღემდე არც შვილის სახეს და არც მამის ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა აიტაცა მინიშნება, რომ ბავშვის მამა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0