რიყე–ნარიყალას საბაგირო მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება

© Sputnik / Alexander Imedashviliრიყე-ნარიყალას საბაგირო
რიყე-ნარიყალას საბაგირო - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
უწყების ცნობით, 16 დეკემბერს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოებია დაგეგმილი.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ტექნიკური სამუშაოების გამო, „რიყე–ნარიყალას“ საბაგირო გზა 16 დეკემბერს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად 13:00 საათზე დაიწყებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
„რიყე–ნარიყალას“ საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალის ციხეს აკავშირებს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0