https://sputnik-georgia.com/20211215/opozicia-konstituciis-gansaxilvelad-kobaxizestan-ertad-molaparakebata-magidas-miujda-262891385.html
ოპოზიცია კონსტიტუციის განსახილველად კობახიძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა
ოპოზიცია კონსტიტუციის განსახილველად კობახიძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაჭრით განაცხადა, რომ 2024 წლამდე რაიმე სახის არჩევნებზე ლაპარაკიც კი არ ღირს. 15.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-15T20:10+0400
2021-12-15T20:10+0400
2021-12-15T23:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846031_0:312:2289:1600_1920x0_80_0_0_88bd5a1da12332d1eda6d16d3bb09a93.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. დათანხმდება თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას – დამოკიდებულია ოპონენტების ქმედებებზე, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ.შეხვედრაზე განიხილებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევას. ცვლილებები მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული და ჯერ გაურკვეველია, გაიტანენ თუ არა კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენებზე.მან, ამასთან, დასძინა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს თავის თანაპარტიელებთან, რომლებთან ერთადაც განიხილავს, რამდენ ხანს იმოქმედებს დაბალი ბარიერი.ამავდროულად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რასაც დაჟინებით მოითხოვს ოპოზიცია, არ ჩატარდება.„ერთადერთი, რაზეც გვაქვს მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.ოპოზიციიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ დეპუტატები.საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში აღმოჩნდა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ერთი-მეორის მიყოლებით განაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ მანდატებზე გაყალბებული თვითმმართველობის არჩევნების გამო.საბოლოოდ პარლამენტი მხოლოდ ოპოზიციური პარტიების - „ლელოს“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ დატოვეს. დანარჩენი ოპოზიციონერები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოიკოტით შემოიფარგლნენ.ოპოზიციის პარლამენტში დარჩენა ორ საკითხს უკავშირდება – საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.
https://sputnik-georgia.com/20211215/prezidentma-patriarqs-serigebis-iniciativaze-kurtxeva-stxova-262885885.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846031_435:398:2038:1600_1920x0_80_0_0_08ebdbb57d46ffbf8bbeceb444d58348.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ოპოზიცია კონსტიტუციის განსახილველად კობახიძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა
20:10 15.12.2021 (განახლებულია: 23:33 15.12.2021) „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაჭრით განაცხადა, რომ 2024 წლამდე რაიმე სახის არჩევნებზე ლაპარაკიც კი არ ღირს.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. დათანხმდება თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას – დამოკიდებულია ოპონენტების ქმედებებზე, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე განიხილებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევას. ცვლილებები მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული და ჯერ გაურკვეველია, გაიტანენ თუ არა კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენებზე.
„ყველაფერი არის ღია ამ თემაზე. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ამ ეტაპზე ყველა თემა არის ღია – ასეც შეიძლება, ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ რიგში ოპოზიციის ქმედებებზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
მან, ამასთან, დასძინა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს თავის თანაპარტიელებთან, რომლებთან ერთადაც განიხილავს, რამდენ ხანს იმოქმედებს დაბალი ბარიერი.
ამავდროულად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რასაც დაჟინებით მოითხოვს ოპოზიცია, არ ჩატარდება.
„ერთადერთი, რაზეც გვაქვს მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ დეპუტატები.
საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში აღმოჩნდა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ერთი-მეორის მიყოლებით განაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ მანდატებზე გაყალბებული თვითმმართველობის არჩევნების გამო.
საბოლოოდ პარლამენტი მხოლოდ ოპოზიციური პარტიების - „ლელოს“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ დატოვეს. დანარჩენი ოპოზიციონერები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოიკოტით შემოიფარგლნენ.
ოპოზიციის პარლამენტში დარჩენა ორ საკითხს უკავშირდება – საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.