კოვიდ-პასპორტი და თოვლის ბაბუა

გამოწერა
საახალწლო დღესასწაულები ახლოვდება, საზოგადოებას კი კითხვა უჩნდება: როგორ ჩაივლის საზეიმო დღეები ახალი შეზღუდვების პირობებში? „მწვანე პასპორტები“ უკვე ამოქმედდა, რასაც ყველა არ ემხრობა
დეკემბრის დასაწყისიდან საქართველოში ყოველ კვირას იმართება საპროტესტო აქციები „მწვანე სტატუსისა“ და კოვიდ-პასპორტების წინააღმდეგ. ანტივაქსერები დემონსტრაციებს ძირითადად მართავენ თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
„მწვანე სტატუსი“ იძლევა რესტორნებში, სასტუმროებში, მუზეუმებში, თეატრებში, კინოში და სხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების უფლებას. „მწვანე სტატუსი“ ენიჭებათ ადამიანებს, რომლებიც აცრილები არიან კორონავირუსზე, ან გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი ინფიცირების შედეგად. „პისიარ“ ტესტის გაკეთების შემთხვევაში მწვანე სტატუსი მოქმედებს 3 დღის განმავლობაში, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი - 1 დღის განმავლობაში.
ყველა ახალი ამბავი
0