Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვფიქრობდი, რომ შვილების გამო თავს ვერასდროს დავაღწევდი...“ – ბენ აფლეკი ყოფილ ცოლზე

© photo: Sputnik / Columbia Pictures (2003) / გადასვლა მედიაბანკშიბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
როგორც ცნობილია, ბენ აფლეკმა 2018 წელს სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა. ის ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა, მან ეს პრობლემა დაძლია, ამაში კი დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, ჯეი ლოს მიუძღვის.
ახლახან 49 წლის აფლეკი ჰოვარდ სტერნის გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ გარნერთან ქორწინების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის გარნერთან ქორწინებაში რომ დარჩენილიყო, ისევ ალკოჰოლზე დამოკიდებული იქნებოდა.
ბენი ამბობს, რომ ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ.

„ჩვენ გამუდმებით ვჩხუბობდით, თავი ხაფანგში მეგონა და ვფიქრობდი, რომ შვილების გამო ამ სიტუაციიდან თავს ვერასდროს დავაღწევდი. მე რომ მასთან ქორწინებაში დავრჩენილიყავი, სმას ვერ შევეშვებოდი“, – ამბობს ბენი.

ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა ერთმანეთი 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს, ისინი ერთად მუშაობდნენ ფილმზე „პერლ ჰარბორი“, მოგვიანებით კი „დეარდევილში“. წყვილმა სასიყვარულო ურთიერთობა 2004 წელს წამოიწყო. მათ 2005 წელს დახურულ წვეულებაზე მისცეს რომანს ოფიციალური სახე.
წყვილი 2005 წელს დაქორწინდა და 10 წლის შემდეგ დაშორდა. მათ სამი საერთო შვილი ვაიოლეტი, სერაფინა და სამუელი ჰყავთ.
ყველა ახალი ამბავი
0