მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად ისტორიაში: ამერიკული ზონდი მზეს შეეხო – NASA-ს ვიდეო

© photo : NASA / JPL-CaltechNASA-ს თანამშრომლები
NASA-ს თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ამერიკული კოსმოსური აპარატი Parker Solar Probe პირველად „შეეხო“ მზეს, იუწყება აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA).
როგორც NASA-ში განმარტეს, კოსმოსურმა აპარატმა მზის ატმოსფეროს ზედა შრე გაიარა, სადაც ტემპერატურა 500 ათას კელვინს (დაახლოებით 500 ათასი გრადუსი ცელსიუსით) აღწევს და იქიდან მაგნიტური ველისა და ნაწილაკების სინჯები აიღო.

„ეს ახალი ეტაპი მნიშვნელოვანი ნაბიჯია Parker Solar Probe-სთვის და გიგანტური ნახტომი მზის მეცნიერებაში. როგორც მთვარეზე დაშვებამ მისცა მეცნიერებს საშუალება, გაეგოთ, როგორ წარმოიქმნა იგი, მზის შემადგენელ ნაწილაკებთან შეხება დაეხმარება მეცნიერებს, მიიღონ ინფორმაცია ჩვენი უახლოესი ვარსკვლავისა და იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენ ის მთლიანად მზის სისტემაზე“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ზონდი 2018 წლის აგვისტოში გაუშვეს კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა). იმავე წლის ოქტომბრის ბოლოს მან მზესთან მიახლოების რეკორდი მოხსნა, რომელიც მანამდე გერმანულ-ამერიკულმა აპარატმა Helios 2-მა დაამყარა.
1,5 მლრდ დოლარის ღირებულების სადგურზე განთავსებულია სამეცნიერო აღჭურვილობის ოთხი კომპლექტი, რომლებსაც 11,43 სმ სისქის სპეციალური გარსი იცავს. აღნიშნული გარსი 1,4 ათას გრადუსამდე (ცელსიუსით) გახურებას უძლებს.
NASA-ში იმედი აქვთ, რომ მისია ფუნდამენტურ წვლილს შეიტანს „მზის გვირგვინის გახურებისა“ და მზის ქარიშხლების წარმოქმნის მიზეზების დადგენაში.
ყველა ახალი ამბავი
0