ვის ეკრძალება ძეხვი და რომელია ყველაზე მავნებელი სახეობა: ექსპერტების რჩევა

© Pixabay / RoyBuriძეხვეული
ძეხვეული - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. დიეტოლოგები და გასტროენტეროლოგები გამუდმებით ირწმუნებიან, რომ ძეხვი ძალიან მავნებელი პროდუქტია, რომელზეც ჯობს, უარი თქვათ.
რით არის მავნებელი ძეხვეული და რომელია მათ შორის ყველაზე მავნებელი, ექსპერტებმა განმარტეს.

ძეხვის საფუძველი ცხიმია

ბევრს მიაჩნია, რომ ძეხვს და სოსისს ხორცის ჩანაცვლება შეუძლია — გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხორცპროდუქტებია, ისინი შეიძლება რაციონის ცილოვან კომპონენტად გამოვიყენოთ. მაგრამ ეს სიმართლეს მთლად არ შეესაბამება. სახელმწიფო სტანდარტით დამზადებული მაღალი ხარისხის ძეხვიც კი ძალიან ცხიმიანია.

„მოხარშული ძეხვი საშუალოდ 20-23% ცხიმს შეიცავს, შებოლილი ძეხვი შეიძლება შეიცავდეს 50%-მდე. დიეტურ ძეხვშიც კი 13%-მდე ცხიმი შედის. „საექიმო“ (докторская) ძეხვში ცხიმი ძლიერ დაქუცმაცებულ ფარშში ინიღბება, არადა 100 გრამ პროდუქტში 22 გრამი ცხიმია“, — გვაფრთხილებს ჰიგიენისტი-ეპიდემიოლოგი ნიკოლაი დუბინინი.

სპეციალისტების თქმით, ძეხვი ვერ იქნება ხორცის შემცვლელი, ვინაიდან მისი რაოდენობა ნაწარმში იშვიათად აღწევს 40%-ს. თანაც, როგორც წესი, ეს დაბალი ხარისხის ხორცი, სუბპროდუქტები და ხრტილებია, რომლებსაც სოიო, სახამებელი, ჟელატინი, საკვები დანამატები, გემოს გამაძლიერებლები, საღებავები და ქსენობიოტიკები ემატება. უფრო მეტიც, ძეხვეული დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. სწორედ ასეთი შემადგენლობის გამოა, რომ ექიმები ძეხვეულზე სრულ უარს, ან უკიდურესად შეზღუდულად გამოყენებას გვირჩევენ.
Жаренные копченые колбаски - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
შებოლილი ძეხვეული სიგარეტზე უფრო სახიფათოა: ონკოლოგი განმარტავს
ირკვევა, რომ ძეხვეულის შემადგენელი გემოს გამაძლიერებელი კომპონენტები აღვივებს მადას და ხორცის დელიკატესს ორგანიზმისთვის ნელი მოქმედების ნაღმად აქცევს.
„ძეხვში შემავალ ნიტრიტებს, რეგულარული მიღების შემთხვევაში, კიბოს პროვოცირება შეუძლია, ხოლო ფოსფატები კალციუმის ათვისებას უშლის ხელს, რაც ოსტეოპოროზსა თუ რაქიტს იწვევს“, — ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტოქსიკოლოგი მიხაილ კუტუშოვი.
ექიმი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძეხვეულის რაციონში ჩართვას და აცხადებს, რომ ეს პროდუქტი ზრდის ფილტვების, გულისა და კუჭის ქრონიკული დაავადებების რისკს.
სპეციალისტების თქმით, ძეხვეულის მავნებლობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მას დამატებით შეწვავთ ტაფასა თუ გრილზე. საქმე ისაა, რომ შეწვისას ძეხვეულში ჰეტეროციკლური ამინები წარმოიქმნება, რომლებიც მკერდისა და პროსტატიტის ავთვისებიან სიმსივნეებს იწვევს.
მზარეული წვავს სოსისებს - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2020
უვნებელი სოსისი: დიეტოლოგებმა ფასტფუდის „გაუვნებელყოფის“ ხერხი მოიფიქრეს

ძეხვეულის უსაფრთხო რაოდენობა

გამომდინარე იქიდან, რომ ესოდენ გემრიელ და ძალიან მოსახერხებელ საკვებზე უარის თქმა ძნელია, ექსპერტები გვირჩევენ, ძეხვი უკიდურესი სიფრთხილით მივირთვათ.

„ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გახსოვდეთ, რომ ძეხვი — დელიკატესია, ნუგბარია. მისი დიდი რაოდენობით ჭამა არ შეიძლება. ოპტიმალური რაოდენობა — დღე-ღამეში 50 გრამია“, — ამბობს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, გასტროენტეროლოგ-ჰეპატოლოგი ოლგა არიშევა.

ეკრძალებათ კატეგორიულად

არსებობს ქრონიკული დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც ადამიანებმა საერთოდ უნდა ამოიღონ ძეხვეული რაციონიდან. ეს დაავადებებია:
გასტრიტი,
კვებითი ალერგია,
ნაწლავების პრობლემები,
თირკმლის უკმარისობა,
გულის პათოლოგიები,
პოდაგრა,
პანკრეატიტი,
ქოლეცისტიტი,
კუჭის ლორწოვანას ანთება,
შარდკენჭოვანი დაავადება,
ნეფრიტი,
ჰიპერტონია.
ოხრახუში - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2020
„მკვლელი“ პროდუქტები: ვისთვის იკრძალება ოხრახუში, ისპანახი და რეჰანი

ყველაზე მავნებელი სახეობა

ექიმები თანხმდებიან, რომ ძეხვის მარგებელი სახეობა, რომელიც ჯანსაღი კვებისთვის იქნებოდა რეკომენდებული, არ არსებობს. თუმცა არის ისეთი სახეობები, რომლებიც სხვებზე მეტ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

„ყველაზე უსაფრთხოა მოხარშული ძეხვი, ხოლო ყველაზე მავნებელი — ნახევრად შებოლილი. ამ უკანასკნელს ჯერ ხარშავენ, შემდეგ წვავენ, ბოლოს კი ბოლავენ. მის მარგებლობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს, აი, კანცეროგენების რაოდენობა კი ასეთ ძეხვში ერთიორად იზრდება“, — ამბობს ოლგა არიშევა.

კოლეგას სხვა ექსპერტებიც ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ შებოლილ ძეხვეულში დიდი რაოდენობით კანცეროგენი შედის, რაც კიბოს პროვოცირებას უწყობს ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0