საქართველოს ხელისუფლებამ ბაგრატის ტაძრის დაპროექტებაზე ტენდერი გამოაცხადა

CC BY-SA 2.0 / Roberto Strauss / Bagrati Cathedral Kutaisiბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
მოქმედი ხელისუფლება იმ შეცდომების გამოსწორებას ცდილობს, რომლებიც ტაძრის წინა რესტავრაციების დროს დაუშვეს.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. გამოცხადდა ახალი ტენდერი ბაგრატის ტაძრის დაპროექტებაზე. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ წინა წლებში ტაძრის რეკონსტრუქციის სხვა პროექტები იყო, თუმცა მათ არ გაამართლეს.

„გამოვაცხადეთ ახალი ტენდერი პროექტირებაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხარვეზია, ამ ხარვეზის აღმოფხვრის სწორი პროექტის შემუშავება, რათა შედეგი დადგეს რაც შეიძლება ეფექტური", – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, უწყება არ აპირებს ხარვეზიანი პროექტებით მუშაობას, რათა ძეგლს საფრთხე არ შეექმნას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ხარვეზებიც ეტაპობრივად აღმოიფხვრას... ეს პრობლემები სავალალო ნამდვილად არ არის, მაგრამ პრობლემებია იმ სავალალო და გაუაზრებელი ე.წ. რესტავრაციის შედეგად, რომელმაც გამოიწვია თავის დროზე ბაგრატის იუნესკოს ნუსხიდან ამოღება", – აღნიშნა წულუკიანმა.
ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ქუთაისში, უქიმერიონის მთაზე შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი. აგებულია 1003 წელს, ბაგრატ III-ის ხანაში.
ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2017
საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში
2009 წელს იმ დროს ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ტაძრის რეკონსტრუქცია დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა ტაძრის დანგრეული ნაწილის აღდგენას და გუმბათის დადგმას შენობაზე. რეკონსტრუქციის პროექტმა საზოგადოების არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად პროტესტისა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი უნდა აღდგეს და სამუშაოები გაგრძელდეს.
2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი, ხოლო 2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხიდან ამოიღეს. კომიტეტის ყველა წევრმა ერთხმად აღიარა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ბაგრატის ტაძარმა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება დაკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0