Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა 34 ათასმა ადამიანმა გაიკეთა

© photo: Sputnik / Stringerვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
საქართველო კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ დასახვედრად ემზადება.
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. 14 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით აცრა 34.249 ადამიანს ჩაუტარდა, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ჯამში, 2021 წლის მარტიდან ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ 2.324.131 აცრა გაკეთდა.
ჯანმოს შტაბ-ბინა ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმო „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვების ზრდას ელოდება
სრულად (ორჯერადად) აცრილია 1.052.986 ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 36,7%.
გასული დღის განმავლობაში აიცრა 10.948 ადამიანი, რაც წინა დღეების მაჩვენებელზე მეტია.
ამასთან, ცენტრის ცნობით, აცრების რაოდენობის ზრდა ბუსტერ დოზების გამო ფიქსირდება.
ეპიდემიოლოგები ვაქცინის ბუსტერ, ანუ მესამე დოზის აუცილებლობას საქართველოში „ომიკრონის“ ახალი შტამის შემოსვლის გარდაუვალობით ხსნიან, რომელიც წინამორბედ შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება და მისგან დაცვა ვაქცინის მხოლოდ მესამე დოზას შეუძლია.
ვაქცინაცია. კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
მსოფლიო დღეს
Time-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელებს „წლის გმირები“ უწოდა
სწორედ ამის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 დეკემბერს შეამცირა ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან სამ და ხუთ თვემდე, საწყისი ვაქცინის მიხედვით.
ადამიანებმა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინით აიცრნენ, ბუსტერ-დოზა მეორე ვაქცინის გაკეთებიდან სულ მცირე ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
მათ, ვინც მიიღო ჩინური Sinovac და Sinopharm ვაქცინები, ბუსტერ დოზა სამი თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
რაც შეეხებათ AstraZeneca-თი ვაქცინირებულებს, მათ შეუძლიათ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ გაიკეთონ.
ყველა ახალი ამბავი
0