ქართული თხილის ექსპორტი იზრდება

© Pixabay / manfredrichterთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით 16,1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ 73,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობა 33%-ით (4,0 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 14%-ით (8,9 მლნ დოლარით) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (6.590 ტონა), გერმანიაში (3.124 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), სომხეთში (1.076 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), რუსეთში (358 ტონა), უკრაინაში (278 ტონა) და სხვა ქვეყნებში.

საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტოს დასაწყისში, ტრადიციულად, პირველად სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში დაიწყო, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში.
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2021
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 წელს მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0