Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინო ნადირაძის 10 ტრენდული „ლუქი", რომელიც გულგრილს არავის ტოვებს – ფოტოები

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
ექიმისა და ტელეწამყვანის შეუდარებელ „ლუქებს“ სოციალურ ქსელში ხშირად განიხილავენ.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა შოპოჰოლიკია და გიჟდება ბრენდულ სამოსზე.
ნინო ნადირაძეს განსაკუთრებით ფერების და აქსესუარების შეხამება უყვარს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს კარდიოლოგის ჩაცმულობიდან.
ნინო ნადირაძე-კუზანოვა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია.
მას კარგი გემოვნება აქვს, მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება.
დაუჯერებელია, მაგრამ ექიმი უკვე ბებიაა. მას პირველი შვილიშვილი ბაია კუზანოვმა, უფროსმა ქალიშვილმა აჩუქა.
ბიჭუნასთან გატარებულ ბედნიერ წამებს ნინო თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს.
კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარია მასმედიაა. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ყველა ახალი ამბავი
0