მუსიკისა და სიყვარულის ქალაქი – ვენის ცხოვრება თბილისელი ფოტოგრაფის კადრებში
მუსიკისა და სიყვარულის ქალაქი – ვენის ცხოვრება თბილისელი ფოტოგრაფის კადრებში
Sputnik საქართველო
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენა არ არის უბრალოდ ერთ-ერთი ევროპული დედაქალაქი. ეს არის საკრალური ქალაქი განუმეორებელი გარემოთი, რომელიც იზიდავს... 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
გამოჩენილი ვენელების ჩამოთვლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ამიტომ საკმარისი იქნება ისეთი ტიტანების დასახელება, როგორებიც იყვნენ მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი. მათ საფუძველი ჩაუყარეს მუსიკისა და, ზოგადად, კულტურის ეპოქის შექმნას. გარდა ამისა, ვენა მსოფლიოში პირველი ქალაქია ცხოვრების ხარისხით. შედარებისათვის: ვენის მოსახლეობა თბილისს ცოტათი აღემატება.
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენა არ არის უბრალოდ ერთ-ერთი ევროპული დედაქალაქი. ეს არის საკრალური ქალაქი განუმეორებელი გარემოთი, რომელიც იზიდავს ტურისტებს, მუსიკოსებს, არტისტებსა და უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებსაც აქ ოფისები აქვთ.
გამოჩენილი ვენელების ჩამოთვლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ამიტომ საკმარისი იქნება ისეთი ტიტანების დასახელება, როგორებიც იყვნენ მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი. მათ საფუძველი ჩაუყარეს მუსიკისა და, ზოგადად, კულტურის ეპოქის შექმნას. გარდა ამისა, ვენა მსოფლიოში პირველი ქალაქია ცხოვრების ხარისხით. შედარებისათვის: ვენის მოსახლეობა თბილისს ცოტათი აღემატება.
ადრე პრესტიუჟულად მიიჩნეოდა კარეტით გადაადგილება. სახლებსა და თეატრებს აქ დიდი ჭიშკრები აქვთ, რათა ცხენოსნები და კარეტით მოსარგებლეები პირდაპირ ტრანსპორტით შესულიყვნენ შენობაში
ვენის ქუჩებში არასდროს არის „საცობები“ - მოსახლეობის დიდი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ველოსიპედებით სარგებლობს. ხანდახან ველობილიკებზე უფრო ინტენსიური მოძრაობაა, ვიდრე სატრანსპორტი გზაზე
ვენაში თითოეული სახლი უნიკალურია. ფასადებმა თითქოს სხვადასხვა ეპოქის არქიტექტორების შემოქმედებითი ენერგია და გემოვნება ღრუბელივით შეიწოვეს და ახლა თითოეულ მხილველს უზიარებენ
დედაქალაქის სრულად დანახვის მსურველები შენბრუნის სასახლის ტერიტორიაზე, მაღლობზე ადიან, საიდანაც ქალაქი, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს, ხელის გულზე იშლება - ისევე, როგორც მთაწმინდიდან თბილისი