სამყაროს ყველაზე ლამაზი გოგონა: ფოტოები სილამაზის კონკურსიდან – ფოტო

„მის სამყარო 2021“-ის გამარჯვებული გახდა ინდოელი ჰარნააზ სანდჰუ

ფინალში სანდჰუს კონკურენტები იყვნენ კოლუმბიის, საფრანგეთის, არუბას, პარაგვაის, ფილიპინების, პუერტო-რიკოს, სამხრეთ აფრიკის, ბაჰამის კუნძულებისა და აშშ-ის წარმომადგენლები

ისრაელმა მსგავს ღონისძიებას პირველად უმასპინძლა

ფინალი ისრაელის ქალაქ ეილათში გაიმართა

ეს საიუბილეო 70-ე კონკურსი იყო

ესპანელი კონკურსანტი სარა ლოინაზი

გვირგვინისათვის 80 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა

გოგონები ჩვენებებს მართავდნენ საღამოს კაბებით, ბიკინებითა და ეროვნული კოსტიუმებით

ჰარნააზ სანდჰუ 21 წლისაა. გარდა სამოდელო კარიერისა, ის მაგისტრის ხარისხის მოპოვებასაც ცდილობს სახელმწიფოს მართვის სფეროში

იმისათვის, რომ კონკურსი ისრაელში გამართულიყო, სახელმწიფომ 30 მლნ შეკელი გადაიხადა

ფინალის ტრანსლაცია 170-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობდა

ახალ გამარჯვებულს გვირგვინი წინამორბედმა - ანდრეა მესამ გადასცა

კონკურსის ჩასატარებლად მოეწყო სპეციალური „სამყაროს არენა“, რომელიც პორტუგალიიდან ჩაიტანეს

ჩინეთის წარმომადგენელი ში ინ იანი ეროვნულ სამოსში

სანდჰუ რიგით მესამე ინდოელია, რომელმაც მოიპოვა ტიტული „მის სამყარო“