„ყოფნა–არყოფნა" – ნინო ბურჯანაძე საპროტესტო აქციების გაგრძელების მომხრეა

© photo: Sputnik / Stringerნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
ქართველმა ხალხმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ქუჩის პროტესტის გზით უნდა მიაღწიოს, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქუჩის საპროტესტო აქციების გაგრძელება.
ოპოზიციამ მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია თბილისში 21 დეკემბერს, ამჟამად პატიმარი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დააანონსა. აქციის მთავარი მოთხოვნაა სააკაშვილის გათავისუფლება. თავად ყოფილი პრეზიდენტიც საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.

„ქვეყნის ყოფნა–არყოფნაზეა საუბარი, ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები იქნას მოპოვებული, რათა ეს ხელისუფლება შეიცვალოს. ამას კი ნამდვილად სერიოზული აქტიურობა სჭირდება საზოგადოების მხრიდან და ქუჩის პროტესტის გაგრძელება", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „TV პირველთან".

პოლიტიკური ვითარება საქართველოში განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გამწვავდა. გამარჯვება თითქმის ყველგან მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" მოიპოვა. ოპოზიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადა, უარი თქვა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე და უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0