აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა – ვიდეო

გამოწერა
დამანგრეველმა ციკლონმა შეერთებული შტატების ტერიტორიას 241 კმ/სთ სიჩქარით გადაუარა.
წინასწარი ინფორმაციით, დამანგრეველმა ტორნადომ 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
შტატ კენტუკის გუბერნატორ ენდი ბეშირის თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქები დაინგრა: „მამაჩემის მშობლიური ქალაქი ნახევრად განადგურებულია. მე ძალიან მიმძიმს ამის აღწერა“.
„ეს არის კატასტროფა, როგორიც აქამდე არავის გვინახავს. რამდენადაც ვიცი, 80-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა 100-ს გადააჭარბებს“, – დაამატა გუბერნატორმა.
ცნობილია, რომ 30-ზე მეტმა ტორნადომ ნგრევა გამოიწვია მისურიში, არკანზასში, ილინოისსა და ტენესიში. კენტუკისა და ტენესიში ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა 200 ათას ადამიანს შეექმნა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენტუკიში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და განაცხადა, რომ ციკლონის ეს სერია ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი და დამანგრეველია სახელმწიფოს ისტორიაში.
ყველა ახალი ამბავი
0