https://sputnik-georgia.com/20211213/saqartvelos-mefeebi-erovnuli-banki-sakoleqcio-monetebis-gayidvas-agrzelebs-262827908.html
„საქართველოს მეფეები“ – ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას აგრძელებს
„საქართველოს მეფეები“ – ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას აგრძელებს
Sputnik საქართველო
სულ გაიყიდება 500 ოქროს მონეტა თამარ მეფის გამოსახულებით, თითოეულის ფასი 1500 ლარია. 13.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-13T20:29+0400
2021-12-13T20:29+0400
2021-12-13T23:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23209/95/232099537_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_53baeaff184b7f93306fcdc555d5db80.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ხვალ, 14 დეკემბერს თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია მოხდება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს ეროვნული ბანკი ავითარებს ნუმიზმატიკურ მიმართულებას და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით განაგრძობს მუშაობას საკოლექციო სერიაზე „საქართველოს მეფეები". ამ წლის ბოლომდე გასაყიდად გამოვა დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტები და თამარ მეფის ოქროსა და ვერცხლის მონეტები. დავით აღმაშენებლის გამოსახულებით ოქროს მონეტა 13 დეკემბრიდან იყიდება.16 დეკემბერს გაიყიდება თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტები.დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გაყიდვა 15 დეკემბერს მოხდება.დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაშია მოჭრილი. სულ მოიჭრა 3 ათასი ვერცხლის მონეტა, თითოეულის ფასი 110 ლარია. ასევე გაიყიდება 500 ოქროს მონეტა, თითოეულის ფასი 1500 ლარია.„შეძენილი ოქროს მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) მომხმარებელს დეკემბრის თვის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო ვერცხლის მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) კი - 2022 წლის იანვრის განმავლობაში“, – ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის – www.tkt.ge საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკი მოუწოდებს მონეტების შეძენის მსურველებს, მონეტების შეძენის წესებსა და პირობებს წინასწარ გაეცნონ სპეციალურ ბმულზე.მონეტების გაყიდვის პროცესი 14, 15 და 16 დეკემბერს 10:00 საათზე გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20211213/erovnulma-bankma-saqartvelos-mefeebis-seriidan-monetis-eskizze-konkursi-gamoacxada-262808264.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23209/95/232099537_647:289:2992:2048_1920x0_80_0_0_ca1d52af5e2dc60087739219fc50825c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
„საქართველოს მეფეები“ – ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას აგრძელებს
20:29 13.12.2021 (განახლებულია: 23:39 13.12.2021) სულ გაიყიდება 500 ოქროს მონეტა თამარ მეფის გამოსახულებით, თითოეულის ფასი 1500 ლარია.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ხვალ, 14 დეკემბერს თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია მოხდება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი ავითარებს ნუმიზმატიკურ მიმართულებას და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით განაგრძობს მუშაობას საკოლექციო სერიაზე „საქართველოს მეფეები". ამ წლის ბოლომდე გასაყიდად გამოვა დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტები და თამარ მეფის ოქროსა და ვერცხლის მონეტები. დავით აღმაშენებლის გამოსახულებით ოქროს მონეტა 13 დეკემბრიდან იყიდება.
16 დეკემბერს გაიყიდება თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტები.
დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გაყიდვა 15 დეკემბერს მოხდება.
დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაშია მოჭრილი. სულ მოიჭრა 3 ათასი ვერცხლის მონეტა, თითოეულის ფასი 110 ლარია. ასევე გაიყიდება 500 ოქროს მონეტა, თითოეულის ფასი 1500 ლარია.
„შეძენილი ოქროს მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) მომხმარებელს დეკემბრის თვის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო ვერცხლის მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) კი - 2022 წლის იანვრის განმავლობაში“, – ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.
საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის – www.tkt.ge საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკი მოუწოდებს მონეტების შეძენის მსურველებს, მონეტების შეძენის წესებსა და პირობებს წინასწარ გაეცნონ სპეციალურ ბმულზე.
მონეტების გაყიდვის პროცესი 14, 15 და 16 დეკემბერს 10:00 საათზე გაიმართება.