რუსული ლაინერი ჰაერში ამოუცნობ ხომალდს გადაეყარა და კურსი შეიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი
„ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის სამგზავრო ავიალაინერი რეისის შესრულების დროს ამოუცნობ საჰაერო ხომალდს გადაეყარა, რის გამოც იძულებით შეიცვალა კურსი, იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-სამსახური.

„რუსეთის ერთ-ერთი ავიაკომპანიის თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეისს ეკატერინბურგი–სოჭი, იძულებით შეიცვალა კურსი ამოუცნობი საჰაერო ხომალდის გამო. ლაინერის ბორტზე ამ დროს 160 ადამიანი იმყოფებოდა“, — ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა უკვე დაავალა შესაბამის სამსახურს, პირადად მოახსენონ ინფორმაცია აღნიშნული ინციდენტის შესახებ.
მოყვარულმა ასტრონომმა მთვარის ფონზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტები გადაიღო - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მოყვარულმა ასტრონომმა მთვარის ფონზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტები გადაიღო - ვიდეო
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა შავი ზღვის თავზე მოხდა — ინციდენტისას ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი ნაპირიდან 50 კმ-ით იყო დაშორებული.
ამასთან ცნობილი ხდება ისიც, რომ ამოუცნობი საჰაერო ხომალდი არ გავიდა კავშირზე საჰაერო მოძრაობის მართვის ერთიანი სისტემის რეგიონულ ცენტრთან, რის შემდეგაც დისპეტჩერები იძულებული გახდნენ, კურსის შეცვლა ებრძანებინათ როგორც „ურალის ავიახაზების“, ისე „აეროფლოტის“ თვითმფრინავებისთვის. ეს უკანასკნელი მოსკოვიდან ასევე სოჭში მიფრინავდა და მის ბორტზე 147 მგზავრი იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0