თბილისში კინომუსიკის კონცერტის ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე იქნება

© Facebook / Tbilisi City Hallნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
საღამოში, რომელზეც მსოფლიო კინემატოგრაფიის საუკეთესო ნიმუშები აჟღერდება, ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ნანი ბრეგვაძე მსოფლიო კინომუსიკის შედევრების კონცერტის ვარსკვლავი გახდება. საღამო 29 დეკემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) გაიმართება.
გაერთიანება „კონცეპტArt" ექსკლუზიურ წინასაახალწლო კონცერტს ამზადებს, სადაც მუსიკალურ კინოშედევრებს შეასრულებენ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
საღამოზე პრემიერაც გაიმართება – შესრულდება გერმანული ხმის ჩამწერი კომპანია Deutsche Grammaphone-ის მიერ გამოშვებული ალბომის City Lights საუკეთესო კომპოზიციების პრემიერა, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული, კონცერტის სპეციალური სტუმარი, ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი შეასრულებს.
გარდა ამისა, ნანი ბრეგვაძესთან ერთად მოწვეული სოლისტის სახით გამოვა ლეგენდის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე, ასევე კომპოზიტორი რეზო კიკნაძე.
პროექტი ხორციელდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ახალი კოვიდ-წესების გათვალისწინებით, კონცერტზე დასწრება მხოლოდ "მწვანე პასპორტით" შეიძლება.
ყველა ახალი ამბავი
0