Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

46 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.527-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 890.813-ს მიაღწია.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.527 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 775 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 216, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 119, შიდა ქართლი – 98, აჭარა – 97, ქვემო ქართლი – 71, კახეთი – 65, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 27, გურია – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.588 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 837.263-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 46 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.777-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 40.747 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.138 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.402, იმერეთში – 1.314, აჭარაში – 523.
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 13 დეკემბერი
1.515 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 327 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 37, იმერეთში – 31. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.183 ადამიანი, მათ შორის 764 – თბილისში, 261 – აჭარაში. 33.426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათგან თბილისში – 32, აჭარაში – სამი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38.043 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.527-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 890.813-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0