ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით 500 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტი განხორციელდა

© press-service of BPჯეიჰანის ტერმინალი თურქეთში
ჯეიჰანის ტერმინალი თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
მილსადენის ეფექტურობა ექსპლუატაციის 15 წლის განმავლობაში 75%-დან 99,9%-მდე გაიზარდა.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენის ამოქმედებიდან დღემდე თურქეთსა და მსოფლიოს ბაზრებზე 500 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, ნათქვამია ბრიტანული კომპანია BP-ს პრეს-რელიზში.
ექსპორტირებულმა ნედლეულმა 500 მილიონ ტონას კვირას, 12 დეკემბერს მიაღწია: SOCAR-ის ნავთობით დატვირთული Nordorse-ის რიგით 4.922-ე ტანკერი თურქეთის ჯეიჰანის ნავსადგურიდან ტრიესტში (იტალია) გაიგზავნა.

„500 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტი არის შესანიშნავი მომენტი, რომელიც აგვირგვინებს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის სტაბილური და ეფექტური მუშაობის 15 წელიწადს. ამდენი წლის შემდეგ მილსადენი კვლავაც არის რეგიონში ენერგომატარებლების ექსპორტის ძირითადი არტერია“, – მოყვანილია პრეს-რელიზში აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში BP-ს რეგიონული პრეზიდენტის გარი ჯონსის სიტყვები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15 წელიწადში მილსადენის ეფექტურობა 75%-დან 99,9%-მდე გაიზარდა. 1.768 კმ სიგრძის ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლიდან ამოქმედდა. ამჟამად მილსადენში მიედინება ნავთობი და კონდენსატი აზერბაიჯანიდან, ასევე ნავთობი თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. BTC-ს გამტარუნარიანობა დღე-ღამეში 1,2 მილიონი ბარელი ნავთობია.
პროექტის მონაწილეები არიან BP (30,37%), SOCAR (25,03%), MOL (9,57%), Inpex (9,3%), Equinor (7,27%), ExxonMobil (6,79%), TP (5,73%), ITOCHU (3,65%), ONGC Videsh Limited (2,31%).
ყველა ახალი ამბავი
0