ავტოავარია ხობის რაიონში მსხვერპლით დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია
სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ერთ-ერთი მძღოლი გარდაიცვალა.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ხობის რაიონში ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი".
შემთხვევა სოფელ პირველ მაისთან ორშაბათს, დღისით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახნენ სატვირთო ავტომობილი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი. შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ყველა ახალი ამბავი
0