Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ქორწილი ვერ მოესწრო, ისინი ერთად არიან დაკრძალული“ – ამირან გამყრელიძე შვილზე საუბრობს

© Facebook / National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
ამირან გამყრელიძემ პირველად ისაუბრა ტრაგედიაზე, რომელიც მის ოჯახს წლების წინ შეემთხვა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე 1995 წელს მის ოჯახში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, რა დროსაც მისი შვილი საცოლესთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
გამყრელიძის თქმით, შვილი ტრაგედიამდე ორი დღით ადრე საცოლესთან ერთად ესტუმრა, ისინი ორი კვირის შემდეგ ნიშნობას გეგმავდნენ.

„მაშინ რთული პერიოდი იყო, კახეთის გზაზე პატარა სახლი გვქონდა, ხაშმის მოპირდაპირე მხარეს, რამდენჯერმე გაქურდეს, იქ დადიოდა ხოლმე ჩემი შვილი. იქიდან მომავლებს მოუხდათ ეს მძიმე ავარია. ამან ჩვენს ოჯახს ძალიან დიდი დამღა დაასვა. მე ვცდილობ, რომ ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ტვირთი იყოს. ჩვენ, ორი ოჯახი ერთიანები ვართ, როგორც მძახლები არიან. სამწუხაროდ, ქორწილი ვერ მოესწრო, ისინი ერთად არიან დაკრძალული, ჩვენი ორი ოჯახი – გამყრელიძეებისა და ტუღუშების, ერთიანი ოჯახია. დღემდე ყველაზე ნათესაური კავშირი ამ ოჯახთან მაქვს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ექიმის თქმით, საჭესთან მისი შვილი იჯდა და, შესაძლოა, ეს ორი ოჯახი ერთმანეთს ამის გამო მტრად მოკიდებოდა, თუმცა, პირიქით, სიყვარულმა ყველაფერი დაძლია.
„თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლა რა ურთიერთობა გვაქვს, არა მარტო მშობლებს, არამედ მთელ დიდ სანათესაოს. თითქოს ამ ურთიერთობამ ცხოვრება გააადვილა. შემდეგ მე 24-საათიან მუშაობაში გადავერთე, ამით ვიქარვებდი ყველაფერს“, – ჰყვება ამირან გამყრელიძე „ნოესთან“.
ყველა ახალი ამბავი
0