გარდაიცვალა 12 წლის გოგონა, რომელიც ძმამ თოფით დაჭრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. 12 წლის გოგონა, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა ნოემბერში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოხდა. პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი გასროლით ძმამ მისი და თავის არეში დაჭრა. გოგონა თავიდან გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, ახლო მანძილიდან სროლის გამო მიყენებული დაზიანება სერიოზული იყო, რის გამოც მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ყველა ახალი ამბავი
0