Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მან ძალიან გარისკა, იმ პერიოდში ძალიან ბნელოდა...“ - კესარია აბრამიძე ქმარზე საუბრობს

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2021
გამოწერა
მოდელი კესარია აბრამიძე თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ სტუმრობდა. მან საკუთარ ცხოვრებასა და განვლილ გზაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბავშვობიდან განსხვავებული იყო. აბრამიძემ წარსულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და პირველი სიყვარული გაიხსენა.
მისი თქმით, პირველი სიყვარული 19 წლის ასაკში ეწვია. „ჩემს ცხოვრებაში ყველა ადამიანი მახსოვს, ვისაც მინიმალური რამ მაინც გაუკეთებია და ყველასი მადლიერი ვარ, თუნდაც ჩემი პირველი ქმრის. 19 წლის ვიყავი, როცა გავიცანი და ძალიან ბავშვური, გულწრფელი სიყვარული იყო. დღეს მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მან ძალიან გარისკა, იმ პერიოდში ძალიან ბნელოდა. არაერთ გადაცემაში გამოვიდა და თქვა, ჩემი ცოლია, უკიდეგანოდ მიყვარსო. ვაფასებ ამას, ძლიერი ადამიანი იყო. არ ველოდებოდი ასეთ ნაბიჯს. ეს პირველი სიყვარული იყო ჩემთვის“, - გაიხსენა მან.
რაც შეეხება პარტნიორის არჩევას, კესარიას თქმით, სტერეოტიპებით არ ცხოვრობს და შეიძლება მოეწონოს პუტკუნა და მელოტიც და მაღალი და ნავარჯიშევიც.
„გარეგნობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, გაჩნდეს ქიმია. ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა მითხრა, მირჩევნია, მყავდეს არაფრით გამორჩეული გოგო, ვისთანაც თავს მამაკაცად ვიგრძნობ, ვიდრე შენო. შენ ძალიან ძლიერი ქალი ხარ და ეს ჩემთვის ზედმეტიაო“ - თქვა კესარია აბრამიძემ.
კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა.
ყველაზე სკანდალური და არ­აორდინარული თბილისური „ლავ სთორი“ წლების წინ დასრულდა. კესარიას პირველი სიყვარული სუხო, იგ­ივე სულხან მღებრიშვილი იყო, რომელიც კესარიასთან სკანდალურად დაშორების შემდეგ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ კესოსთან ჭეშმარიტი სიყვარული იპოვა, დაშორდნენ და დეპრესიაში იყო, თუმცა მათი ურთიერთობა ლეგენდად დარჩება.
ყველა ახალი ამბავი
0