თბილისის ტერიტორია 270 ჰექტარით შემცირდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
გამოწერა
მიწის გადაცემა მოხდა საინვესტიციო პროექტის გამო თელეთში, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის და დასასვენებელი ზონის მშენებლობას ითვალისწინებს
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება თბილისის ტერიტორიის 270 ჰექტარი მიწის გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შესახებ - დოკუმენტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საუბარია ტერიტორიაზე კრწანისში, რომელიც ესაზღვრება სოფელ თელეთს.
მიწის გადაცემა მოხდა საინვესტიციო პროექტის გამო თელეთში, რომელიც შპს Primera Golf & Residence-ის საცხოვრებელი კორპუსის და დასასვენებელი ზონის მშენებლობას ითვალისწინებს.
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
თბილისის ახალი ღირსშესანიშნაობა: პრემიერმა ორბელიანის მოედანზე „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნა
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამშენებლო მოედნის ნაწილი, რომელზეც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, თბილისის ტერიტორიაზე იყო განთავსებული.
კომპანიამ უკვე ააშენა გოლფის მოედანი, თუმცა, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, მაინც მიმართა მთავრობას თხოვნით, რომ საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად ყოფილიყო თელეთის ტერიტორიაზე.
კომპანიის თხოვნა დაკმაყოფილდა და მთავრობამ პარლამენტს მიმართა, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0