საქართველოს ხელისუფლება მზადაა დაეხმაროს ქართულ ლოუკოსტერს ლიცენზიის დაბრუნებაში

© Facebook / courtesy of Myway AirlinesMyWay Airlines–ის თვითმფრინავი
MyWay Airlines–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
გამოწერა
ავიაკომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რათა გაასაჩივროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილება.
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. ეკონომიკის სამინისტრო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად გააგრძელებს მოლაპარაკებებს დაბალბიუჯეტიან ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines–თან, რათა მოიძებნოს გადაწყვეტილება ლიცენზიის აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ უკან იწვევს Myway Airlines–ის ლიცენზიას მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციების 40% უცხოელ მოქალაქეს გადაეცა, რომელიც შედეგად აქციების 89%–ის მფლობელი გახდა, ეს კი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. კანონის თანახმად, საჰაერო გადაზიდვების ლიცენზია გაიცემა იურიდიულ პირზე, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში, და რომელშიც ქვეყანაში ბაზირებული მოქალაქე ან იურიდიული პირი ფლობს აქციების 50%–ზე მეტს.
„გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით. თუმცა ვისაუბრეთ, რომ გაგრძელდება საუბარი და მუშაობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ, საბოლოო ჯამში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, რათა შემდგომში კვლავ მიმართოს სააგენტოს და მოხდეს ლიცენზიის ხელახლა გაცემა. ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს“, – განაცხადა თურნავამ Myway Airlines–ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, კანონმდებლობაში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პარტნიორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
ამავე დროს, ავიაკომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
ავიაკომპანია MyWay Airlines - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
ერთადერთი ქართული ლოუკოსტერი ლიცენზიის გარეშე დარჩა
მანამდე კომპანიამ დახმარება პრემიერ–მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს სთხოვა და აღნიშნა, რომ ლიცენზიის გაუქმება ავიაგადაზიდვაზე და თუნდაც ერთი დღით დაყოვნება 100 ათასი დოლარის ზარალს გამოიწვევს, რაც კომპანიის მოკლე ვადებში გაკოტრებას ნიშნავს.
Mayway Airlines–ში დაახლოებით 120 ადამიანი მუშაობს. კომპანიას აქვს სამი თვითმფრინავი (Boeing 737-800 / 737-700F), 106 მილიონ ლარამდე აქტივები, ხოლო 2019 წლიდან 2021 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით თანამშრომლების ჯამაგირსა და საშემოსავლო გადასახადებზე 16 მილიონ ლარამდე გადაიხადა.
MyWay Airlines საქართველოში ჩინურმა Hualing Group–მა 2018 წელს დააარსა. ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან იმპორტირებული იყო 43,4 მლნ დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავი. პირველი ავიარეისი კომპანია 2019 წლის მარტის ბოლოს თეირანის მიმართულებით შეასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0