https://sputnik-georgia.com/20211211/ragbi-savma-lomma-evropis-supertasze-mesame-gamarjveba-izeima-262788238.html
რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე მესამე გამარჯვება იზეიმა
რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე მესამე გამარჯვება იზეიმა
Sputnik საქართველო
„შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე სულ ოთხი შეხვედრა გამართა, საიდანაც სამ შემთხვევაში გაიმარჯვა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს... 11.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-11T20:37+0400
2021-12-11T20:37+0400
2021-12-11T20:37+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0b/262788029_0:38:1441:848_1920x0_80_0_0_db5a30d7769060853314cb459c8b8d41.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუსულ „ენისეის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორი ლელო დაუდო. პირველი ლელო მე-15 წუთზე ალექსანდრე თოდუამ გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შალვა მამუკაშვილმა შეძლოს თავის გამოჩენა. გიორგი ბაბუნაშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მიუხედავად ამისა, მან ხუთი ჯარიმა გაიტანა.თავის მხრივ, სტუმრებმაც ორი ლელო დადეს. დავით მესხმა 73-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 10 ქულა კი რუსეთის ნაკრების დამრტყმელის რამილ გაისინის ანგარიშზეა.მანამდე ლევან მაისაშვილის გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა. „შავმა ლომმა“ „თელ-ავივ ჰითთი“ და „ლოკომოტივი“ დაამარცხა, ხოლო „ლოკომოტივთან“ განმეორებით შეხვედრაში მატჩი დათმო.„შავ ლომს“ ჯგუფში 15 ქულა დაუგროვდა, „ენისეის“ 3 ქულით გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. რუსულმა გუნდმა ბონუს ქულა მოიპოვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა. „შავი ლომი“ მომდევნო შეხვედრას სავარაუდოდ ისევ თბილისში გამართავს. ისრაელის „თელ-ავივ ჰითთან“ დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20211204/ragbi-savma-lomma-evropis-supertasis-matci-lokomotiv-penzastan-waago-262599727.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0b/262788029_15:0:1412:1048_1920x0_80_0_0_f6b7d13d05f7f0737c5ed11f916da081.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე მესამე გამარჯვება იზეიმა
„შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე სულ ოთხი შეხვედრა გამართა, საიდანაც სამ შემთხვევაში გაიმარჯვა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუსულ „ენისეის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.
მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორი ლელო დაუდო. პირველი ლელო მე-15 წუთზე ალექსანდრე თოდუამ გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შალვა მამუკაშვილმა შეძლოს თავის გამოჩენა. გიორგი ბაბუნაშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მიუხედავად ამისა, მან ხუთი ჯარიმა გაიტანა.
თავის მხრივ, სტუმრებმაც ორი ლელო დადეს. დავით მესხმა 73-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 10 ქულა კი რუსეთის ნაკრების დამრტყმელის რამილ გაისინის ანგარიშზეა.
მანამდე ლევან მაისაშვილის გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა. „შავმა ლომმა“ „თელ-ავივ ჰითთი“ და „ლოკომოტივი“ დაამარცხა, ხოლო „ლოკომოტივთან“ განმეორებით შეხვედრაში მატჩი დათმო.
„შავ ლომს“ ჯგუფში 15 ქულა დაუგროვდა, „ენისეის“ 3 ქულით გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. რუსულმა გუნდმა ბონუს ქულა მოიპოვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა. „შავი ლომი“ მომდევნო შეხვედრას სავარაუდოდ ისევ თბილისში გამართავს. ისრაელის „თელ-ავივ ჰითთან“ დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება.