Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: საქართველომ კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი გაიარა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია - ადამიანები პირბადით
კორონავირუსის ეპიდემია - ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
გამოწერა
ზოგიერთი ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეხუთე ტალღის დაწყების შესახებ სექტემბრის შუა რიცხვებში საუბრობდნენ
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ ნოემბერში კორონავირუსის პიკი გადაიარა და ახლა ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
„ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკური პერიოდი“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
გარდა ამისა, მან განაცხადა რომ კორონავირუსის პანდემიას სეზონური ვირუსებიც დაემატა.
„ახლა ზამთრის პერიოდია, რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, რომ ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ვსაუბრობთ და, სამწუხაროდ, არ ვიცავთ“, - ამტკიცებს ეპიდემიოლოგი.
ქალი პირბადით მეტეხის ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონებში
ამასთან, ექიმის თქმით, დღეისათვის კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება.
„ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით იკლებს. ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს 3,5-4,5 ათას შორის, აღარ არის 5-6 ათასი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ნოემბერში კორონავირუსი 124.255 ადამიანს დაუდასტურდა, COVID-19-მა ამ თვეში 1.965 ადამიანი შეიწირა.
ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 886.364 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსმა 12.695 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0