„მივმართავთ ყველა ხერხს" – იმერეთის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწყობის წინააღმდეგია

© photo: Sputnikმეეზოვე
მეეზოვე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება სოფელ უკანეთში იგეგმება.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება „პირველი არხი".
ადგილობრივები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, სოფლის ტერიტორიაზე რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს, სადაც ნარჩენები იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან შეგროვდება.
მოსახლეობის განცხადებით, ნაგავსაყრელი გარემოს დაბინძურებას გამოიწვევს და მათ არსებობის ერთადერთი წყაროს – პირუტყვის მოვლისა და საძოვარზე გაშვების საშუალებაც შეეზღუდებათ.

„მივმართავთ ყველა ხერხს, მათ შორის ძალისმიერ მეთოდებს, რათა ხელი შევუშალოთ ამ პროექტს. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ავტობანს გადავკეტავთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი რუსიძემ.

ადგილობრივების განცხადებით, მათი ერთადერთი შემოსავალი მესაქონლეობაა და საძოვრებზე ნაგავსაყრელის მოწყობა მათ პრობლემას შეუქმნის. სოფელში ასევე გამწვავდება ეკოლოგიური პრობლემებიც.
მსგავსი პროტესტი რეგიონში 2019 წელსაც გაიმართა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგნისა და ასევე მიმდებარე სოფლების ჭოგნარისა და ოდილაურის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მათი სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობას აპროტესტებდა. პროტესტის შემდეგ ნაგავსაყრელი ტერიტორიაზე აღარ მოეწყო.
ყველა ახალი ამბავი
0