საქართველოში ბოლო ცხრა თვეში 13 ქალი მოკლეს: საგანგაშო სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ქალთა ფემიციდი იყო.
ომბუდსმენის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში (იანვარი–სექტემბერი) ქვეყანაში 13 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც ხუთ შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო რვა შემთხვევაში - სხვა მოტივი.

„კვლავ საგანგაშოა ფემიციდის სტატისტიკა. მიმდინარე წელს ასევე 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგანაც ოჯახური დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი. ასევე საგანგაშოა, რომ ლგბტ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას, რასაც გასულ წელს მათზე განხორციელებული თავდასხმებიც ცხადყოფს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, საქართველოში ქალები და გოგონები ხშირად ხდებიან ძალადობის ისეთი სერიოზული ფორმების მსხვერპლი, როგორიცაა ძალადობა ოჯახში, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება და იძულებითი აბორტი.
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
საია – გენდერული თანასწორობა საქართველოში კვლავ პრობლემაა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიმდინარე წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ხდება ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცების, მათ შორის, პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა პანდემიის პერიოდში.
ქალებზე სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (დაახლოებით 23% მთელი ცხოვრების განმავლობაში) ევროპაში დაფიქსირდა.
ანგარიშის თანახმად, ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ქალების მიმართ მთელ მსოფლიოში — პარტნიორის მხრიდან სასტიკი მოპყრობაა (დაახლოებით 641 მლნ ქალი).
ყველა ახალი ამბავი
0