საქართველოს მთავარი ნაძვის ხე ათასობით თბილისელის თანდასწრებით გაანათეს - ვიდეო

გამოწერა
ქვეყნისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პარასკევს საღამოს განათდა
ტრადიციულად, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე დაიდგა, პარლამენტის შენობის წინ. საახალწლო განათებების ჩართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მათ მოსახლეობასაც მიმართეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს.
გუშინ თბილისის მერმა პრესას განუცხადა, რომ წინა წლისგან განსხვავებით, როდესაც პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები თითქმის არ გამართულა, წელს იქნება მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები.
24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში იქნება საახალწლო ქალაქი, სადაც ყოველდღიურად მოეწყობა საახალწლო ბაზრობა, იქნება გასართობი და კვების ობიექტები, გაიმართება კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, მერის თქმით, 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც 300-მდე არტისტი მიიღებს მონაწილეობას. კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა ღონისძიება უსაფრთხოების ნორმების დაცვით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0