ქართული ოქროს მონეტა 13 დეკემბრიდან გაიყიდება

© courtesy of Gogi Sikharulidzeაღმაშენებლის ძეგლი
აღმაშენებლის ძეგლი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
დამზადებულია 500 ცალი ოქროს მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით. თითოს ფასია 1,5 ათასი ლარი.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლის გამოსახულებით ახალი ოქროს საკოლექციო მონეტის გაყიდვას 13 დეკემბერს დაიწყებს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი ავითარებს ნუმიზმატიკურ მიმართულებას და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით განაგრძობს მუშაობას საკოლექციო სერიაზე „საქართველოს მეფეები“. წლის ბოლომდე გასაყიდად გამოვა ასევე დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტები და თამარ მეფის ოქროსა და ვერცხლის მონეტები.
5 ლარის ნომინალის მონეტები: ოქროს მონეტა (900 სინჯი) დიამეტრით 25 მილიმეტრი, წონა – 8,5 გრამი, ვერცხლის მონეტა (925 სინჯი) – წონა 17 გრამი, დიამეტრი – 34 მილიმეტრი.
დავითისა და თამარის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში დამზადდა. სულ 3 ათასი ვერცხლის მონეტაა. თითოეულის ფასია 110 ლარი, ხოლო ოქროს მონეტა 500 ცალია და თითოეულის ფასი 1,5 ათასი ლარია.
© National bank of Georgiaდავითისა და თამარის ოქროსა და ვერცხლის მონეტები
Золотые и серебряные монеты с изображением Давида Строителя и Царицы Тамар - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
დავითისა და თამარის ოქროსა და ვერცხლის მონეტები
რეგულატორის ინფორმაციით, იმისათვის, რომ მონეტები უფრო მეტი დაინტერესებული პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ისინი ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთი მომხმარებელი ერთ ოქროს და ერთ ვერცხლის მონეტის შეძენას შეძლებს.
მონეტების გაყიდვა თავდაპირველად 16 ნოემბერს იგეგმებოდა, მაგრამ მსურველების დიდი ნაკადის გამო ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ონლაინ–მაღაზიაში ტექნიკური შეფერხებები მოხდა და ეს პროცესი გადაიდო. მონეტები ეროვნული ბანკის ონლაინ–მაღაზიის მეშვეობით (www.tkt.ge) 10:00 საათიდან გაიყიდება.
დავით აღმაშენებლის მონეტა
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დავით აღმაშენებლის ბარელიეფი გელათის მონასტრის ფრესკიდან (დავითს მარცხენა ხელში უპყრია გელათის მონასტრის მაკეტი, მარჯვენაში – „კაპა“ (საიმპერატორო ინსიგნია). მონეტაზე დატანილია წარწერა „დავით აღმაშენებელი“ და მისი მეფობის წლები „1089–1125“. მარცხენა ნაწილში გამოსახულია მუხის ფოთოლი ორი ნაყოფით – რკო, როგორც სიმბოლო დავით მეფის მიერ განხორციელებული საეკლესიო რეფორმისა (ვერცხლის მონეტის შემთხვევაში აღნიშნული დეტალი მოოქროვილია).
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დავით აღმაშენებლის გვირგვინის გამოსახულება (რეკონსტრუქცია გელათის მონასტრის ფრესკის მიხედვით) მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი“, „2021“, „საქართველო“, GEORGIA.
დავითისა და თამარის მონეტებისთვის ესკიზები ღია კონკურსის წესით შეირჩა და ისინი ნიტა გონგაძემ მოამზადა.
ყველა ახალი ამბავი
0