https://sputnik-georgia.com/20211210/mebaje-oficrebma-fulis-ukanono-semotana-arkvetes-262764839.html
მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ფულის უკანონო შემოტანა აღკვეთეს
მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ფულის უკანონო შემოტანა აღკვეთეს
Sputnik საქართველო
კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით 115 ათას ლარზე მეტი ფულადი ჯარიმა დაეკისრათ. 10.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-10T19:58+0400
2021-12-10T19:58+0400
2021-12-10T22:59+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251746009_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_794052785bd5deb9785c301f18b36b2a.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა 30 ოქტომბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე 857.550 ლარის ოდენობის არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.კერძოდ, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ,„თბილისის აეროპორტი“, „წითელი ხიდი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე ქუვეითის, ბელარუსის, ირანის ისლამური სახელმწიფოს, საქართველოსა და ყაზახეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა, ჯამში 328.843 აშშ დოლარი, 475 ბელარუსული რუბლი, 22.500 ყაზახური ტენგე და 3.000.000 რუსული რუბლი გამოავლინეს.უწყების ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 857.550 ლარზე მეტი შეადგინა.საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჯამურად 115.755 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა და გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
https://sputnik-georgia.com/20211118/aradeklarirebuli-oqro-dakavebulia-erti-piri-262171898.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251746009_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_07b8345181c09d33fedbd0bc7b420a3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ფულის უკანონო შემოტანა აღკვეთეს
19:58 10.12.2021 (განახლებულია: 22:59 10.12.2021) კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით 115 ათას ლარზე მეტი ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა 30 ოქტომბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე 857.550 ლარის ოდენობის არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს,
იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ,„თბილისის აეროპორტი“, „წითელი ხიდი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე ქუვეითის, ბელარუსის, ირანის ისლამური სახელმწიფოს, საქართველოსა და ყაზახეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა, ჯამში 328.843 აშშ დოლარი, 475 ბელარუსული რუბლი, 22.500 ყაზახური ტენგე და 3.000.000 რუსული რუბლი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 857.550 ლარზე მეტი შეადგინა.
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჯამურად 115.755 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა და გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.