Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მაია ასათიანი რატომღა უნდა შემძულებოდა?“ – გია ჯაჯანიძე ტელეწამყვანზე საუბრობს

© Facebook / Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
გია ჯაჯანიძე ჟურნალ „გზასთან“ კონკურენციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „პროფილსა“ და მის წამყვანს მაია ასათიანს ყოველთვის აღიარებდა.
ჯაჯანიძის თქმით, არასდროს არავის ეჯიბრება და როცა რაღაც არ მოსწონს, ყოველთვის აღიარებს.

„მაგალითად, მითქვამს – გადაცემა „პროფილის“ საყურებლად დავრჩი-მეთქი. როდის იყო, კონკურენტს აქებდნენ? მე ვაქებდი, რადგან იმ პერიოდში, როცა გადაცემა არ მქონდა, მაია ასათიანი ძალიან მიყვარდა და მერე რატომღა უნდა შემძულებოდა?! როცა ვინმე კარგია, ვაღიარებ. ამას ადამიანები იმახსოვრებენ“, – ამბობს ტელეწამყვანი.

თოქშოუ „პროფილი“ წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა, თუმცა აპრილში შემოქმედებითმა ჯგუფმა ტელეკომპანია დატოვა და „TV პირველზე“ გადავიდა, რომელიც ასევე დატოვა რამდენიმე თვეში. ამჟამად უცნობია რომელ არხზე გავა „პროფილი“, მაია ასათიანი გეგმებს ჯერჯერობით არ ამხელს.
ყველა ახალი ამბავი
0