https://sputnik-georgia.com/20211210/dmanisshi-sakrebulos-tavmjdomareairchies-262760860.html
დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს: ყოფილი ოპოზიციონერის 1 ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა
დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს: ყოფილი ოპოზიციონერის 1 ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. დმანისში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა შეძლეს – თანამდებობა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა პაატა... 10.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-10T17:40+0400
2021-12-10T17:40+0400
2021-12-10T21:46+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328510_0:97:3067:1822_1920x0_80_0_0_11f2d1cecae08ef5c35f4237ff547a76.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. დმანისში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა შეძლეს – თანამდებობა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა პაატა ყულიაშვილმა დაიკავა.სხდომას „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი რამიზ რამაზანოვი ესწრებოდა. 16-ვე დეპუტატმა ყულიაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.რამაზანოვი, რომელმაც მანამდე „ნაცმოძრაობის“ რიგები დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საქმიანობა გადაწყვიტა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა. სწორედ რამაზანოვის გამო ვერ მოახერხა დმანისის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ შეკრება. დეპუტატი რამდენიმე დღე ვერსად იპოვეს. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ რამაზანოვი სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მის გადაბირებას ცდილობდნენ, რამდენადაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას მისი ერთი ხმა გადამწყვეტი იქნებოდა.გასულ კვირაში დმანისის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი ესწრებოდა, კვორუმისთვის კი 16 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ დმანისის საკრებულოში უმრავლესობის ფორმირება ვერ შეძლო.დმანისის საკრებულოში ხმები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: „ქართული ოცნება“ – 15, „ნაციონალური მოძრაობა“ – 13, „პროგრესი და თავისუფლება“ – 1 და ერთი მანდატი ახლა უკვე დამოუკიდებელ დეპუტატს აქვს.
https://sputnik-georgia.com/20211209/cxorowyus-sakrebulosi-tavmjdomare-ver-aircies-262740803.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328510_254:0:2983:2047_1920x0_80_0_0_1558715574a691ae1b0f4048d787dd88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს: ყოფილი ოპოზიციონერის 1 ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა
17:40 10.12.2021 (განახლებულია: 21:46 10.12.2021) თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. დმანისში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა შეძლეს – თანამდებობა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა პაატა ყულიაშვილმა დაიკავა.
სხდომას „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი რამიზ რამაზანოვი ესწრებოდა. 16-ვე დეპუტატმა ყულიაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
რამაზანოვი, რომელმაც მანამდე „ნაცმოძრაობის“ რიგები დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საქმიანობა გადაწყვიტა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა.
სწორედ რამაზანოვის გამო ვერ მოახერხა დმანისის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ შეკრება. დეპუტატი რამდენიმე დღე ვერსად იპოვეს. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ რამაზანოვი სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მის გადაბირებას ცდილობდნენ, რამდენადაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას მისი ერთი ხმა გადამწყვეტი იქნებოდა.
„ახლობლებთან ვიყავი. არანაირი დაშინება და ზეწოლა არ ყოფილა. მე პირადად გადავწყვიტე ასე“, – განაცხადა რამაზანოვმა ჟურნალისტებთან.
გასულ კვირაში დმანისის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი ესწრებოდა, კვორუმისთვის კი 16 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ დმანისის საკრებულოში უმრავლესობის ფორმირება ვერ შეძლო.
დმანისის საკრებულოში ხმები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: „ქართული ოცნება“ – 15, „ნაციონალური მოძრაობა“ – 13, „პროგრესი და თავისუფლება“ – 1 და ერთი მანდატი ახლა უკვე დამოუკიდებელ დეპუტატს აქვს.